Home » ბიზნესი » როცა ადამიანი თუ ადამიანთა ჯგუფი, ისეთ მწვავე ვითარებაში იქნება როგორშიც ხელისუფლება იყო, ბიზნესი ყოველთვის გავამხნევებთ – სოსო ფხაკაძე

როცა ადამიანი თუ ადამიანთა ჯგუფი, ისეთ მწვავე ვითარებაში იქნება როგორშიც ხელისუფლება იყო, ბიზნესი ყოველთვის გავამხნევებთ – სოსო ფხაკაძე

„როცა ადამიანი თუ ადამიანთა ჯგუფი, ისეთ მწვავე ვითარებაში იქნება როგორშიც ხელისუფლება იყო ბიზნესი ყოველთვის გავამხნევებთ“ – ამის შესახებ „კომერსანტს“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ განუცხადა. „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი აცხადებს, რომ ბიზნესი ხელისუფლებას მძიმე მდგომარეობაში ყოველთვის გვერდში დაუდგება, მიუხედავად იმისა თუ რომელი პარტია იქნება ქვეყნის მმართველი.

„როდესაც მე და არა მარტო მე, პრემიერი გავამხნევეთ , მაშინ ქვეყანაში კორონავირუსის დაახლოებით 2-3 ათასი  შემთხვევა იყო დაფიქსირებული და სხვა ათასი პრობლემა იყო დაგროვებული. ნებისმიერ დროს ,როცა ადამიანი თუ ადამიანთა ჯგუფი, რომელი პარტიაც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, დღეს იქნება ეს, 10 თუ 20 წლის მერე, როცა ისეთ მწვავე ვითარებაში იქნებიან, როგორშიც ამ ადამიანებს პანდემიის პერიოდში მოუწიათ ყოფნა ბიზნესი ყოველთვის გავამხნევებთ და ეს არის აბსოლუტურად ადამიანური და ცხოვრების სწორი წესით ნაკარნახევი ნაბიჯი.ისე ჩვენ არავის აპოლოგეტობას არ ვაპირებთ და ყოველთვის ვაფიქსირებთ იმას რასაც ვფიქრობთ და თუ მძიმე მდგომარეობაში ერთმანეთს გვერდში დავუდგებით ეს მხოლოდ და მხოლოდ ადამიანური ფაქტორებით უნდა იქნას აღსნილი“, განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

ბიზნესმენი ამბობს, რომ 2020 წელი განსაკუთრებული და სრულიად გამორჩეული წელი იყო. სოსო ფხაკაძის თქმით, ქვეყანაში შექმილ რთულ ეკონომიკურ და ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას ქართული ბიზნესი ღირსეულად გაუმკლავდა:

„ბუნებრივია იყო ბევრი პრობლემა, მაგრამ რაც არ უნდა რთული იყოს გარემო პირობები, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი ადაპტირებას შეეცადო. მესმის რომ სოციალურად და ეკონომიკურად რთულია იმ ვითარებასთან მოახდინო ადაპტირება , რომელიც 2020 წლის დასაწყისში ჩამოყალიბდა, მაგრამ ერთადერთი გამოსავალი ალბათ ეს . თავიდან რთული წარმოსადგენი იყო როგორ მოხდებოდა ამ პროცესებთან შეგუება, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაგვედგა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს პერიოდი ქართულმა ბიზნესმა ღირსეულად გადაიარა. განცდები და მოლოდინები ბევრად უფრო დადებითია ვიდრე ეს რამდენიმე თვის წინ იყო, 2021 წელი 2020 წელს მნიშვნელოვნად აჯობებს. ვფიქრობ, რომ 2021 წელს უფრო მეტის გაკეთებას შევძლებთ  და უფრო კარგი წელი იქნება. მე ოპტიმისტი ვარ და გეტყვით, რომ ბიზნესი ოპტიმიზმზე კეთდება,ბიზნესი არ კეთდება მხოლოდ ფინანსურ და ბიზნეს გეგმებზე. ოპტიმიზმის გარეშე არაფერი გამოდის, სწორედ ამიტომ მინდა რომ 2021 წელი იყოს ძალიან კარგი“, – განმარტავს სოსო ფხაკაძე.

წყარო: commersant.ge

Share