Home » მსოფლიო » „როსნეფტი“ სანქციების გამო შავ ზღვაში ნავთობის მოპოვებაზე უარს ამბობს
„როსნეფტი“ სანქციების გამო შავ ზღვაში ნავთობის მოპოვებაზე უარს ამბობს

„როსნეფტი“ სანქციების გამო შავ ზღვაში ნავთობის მოპოვებაზე უარს ამბობს

„როსნეფტი“ შავ ზღვაში ნავთობის მოპოვების ლიცენზიაზე უარს ნებაყოფლობით ამბობს. უარის თქმის მიზეზი ევროკავშირის სანქციებია. “როსნეფტის” ხელმძღვანელის, იგორ სეჩინის განცხადებით, ბურღვითი სამუშაოები დეკემბროს ბოლოს ან იანვარის დასაწყისში უნდა დაწყებული.

რუსული სახელმწიფო კომპანიის პარტნიორი იტალიური „ენი“ უნდა ყოფილიყო, რაზეც 2012 წელს შესაბამისი დოკუმენტიც გაფორმდა. თუმცა, იტალიურ მხარესთან თანამშრომლობა გაართულა რუსული ენერგოკომპანიების წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ შემოღებულმა სანქციებმა.

იგორ სეჩინის განცხადებით, არსებული ეკონომიკური რეალობის პარალელურად, რომელიც კომპანიას დაუდგა, პროექტი არაეფექტურია.

“უარყოფითი მაკროეკონომიკური პირობებისა და სანქციური შეზღუდვის დროს, პროექტი ეკონომიკურად არაეფექტურია”, – აცხადებს სეჩინი.

2012 წელს გაფორმებული დოკუმენტის მიხედვით, “როსნეფტი” ვალდებული იყო 2018 წლამდე, არანაკლებ 1000 კვ.მ. ტერიტორიაზე სეისმოლოგიური კვლევა ჩაეტარებინა, 2022 წლის ნოემბრისთვის კი, ორი ჭაბურღილი გაებურღა.

კომპანია “როსნეფტიში” აცხადებენ, რომ სხვა პრობლმების პარალელურად, ბაზარზე არ არსებობს საბურღი დანადგარები, რომელიც ნავთობმრეწველობის ამ მიმართულებით სჭირდება კომპანიას.

“არ არსებობს საბურღი ჭურვები და საბურღი დანადგარები ნავთობმრეწველობის მომსახურების ბაზარზე, რომელიც აკმაყოფილებს კომპანიის მოთხოვნებს პროექტის განხორციელების მიზნით სამხრეთ შავი ზღვის ლიცენზიის ტერიტორიაზე,” – განმარტა როსნეფტის წარმომადგენელმა.

“როსნეფტში” აღნიშნავენ, რომ მუდმივად დააკვირდებიან ბაზარის მაკროეკონომიკურ პარამეტრებში ცვლილებების მონიტორინგს. გაუმჯობესებული ფასების პირობებში, ასევე თუ სიტუაცია გაუმჯობესდება, ისინი შავი ზღვის სანაპირო ზონაში წიაღისეულით სარგებლობის უფლების აღდგენის ინიციატივასაც გამოხატევენ.

სექტემბრის შუა რიცხვებში, ევროკავშირის ხელმძღვანელობამ, 2018 წლის 15 მარტამდე გაუგრძელა რუსეთის ფედერაციას სანქციები. სანქციებში იურიდიული პირებიც მოექცნენ, რომელთაც ინდივიდუალური სანქციებიც დაუწესდათ. სანქციების დადების მოტივი სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინში არსებული სიტუაციაა.

“როსნეფტის” გარდა, სანქციები ასევე დაუწესდათ “გაზპრომნეფტს” და “ტრანსნეფტს”.

შავ ზღვაში ნავთობის მოპოვების პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 50-55 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული.

გავრცელებული ინფორმაციით, შავი ზღვის აკვატორიაში ნავთობის დიდი მარაგებია, თუმცა, ძიებისა და მოპოვების სამუშაო საკმაოდ ძვირადღირებულია.

ბაჩანა ჯინჭარაძე
www.newsru.com

 

Share