Home » ახალი ამბები » „როსნეფტი“ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ავტოგასამართი სადგურების მშენებლობას გეგმავს
„როსნეფტი“ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ავტოგასამართი სადგურების მშენებლობას გეგმავს

„როსნეფტი“ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ავტოგასამართი სადგურების მშენებლობას გეგმავს

რუსული „როსნეფტი“ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ავტოგასამართი სადგურების მშენებლობას გეგმავს. ამ საკითხზე სოჭში, კომპანიის ხელმძღვანელი იგორ სეჩინი და სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი შეთანხმდნენ.

ბიბილოვის თქმით, გეგმის განხორციელება ნავთობპროდუქტების მიწოდებასთან და უხარისხო საწვავთან დაკავშირებულ პრობლემებს მოხსნის.

„როსნეფტის“ სპეციალისტები ცხინვალის რეგიონში 2 კვირის ვადაში ჩასვლას გეგმავენ. ისინი ადგილზე გასამართი სადგურების მშენებლობასთან და ფუნქციონირებასთან.

Share