Home » ფინანსები » რომელი ქვეყნები ხარჯავენ ყველაზე მეტს ევროპაში ონლაინ ვაჭრობისას
რომელი ქვეყნები ხარჯავენ ყველაზე მეტს ევროპაში ონლაინ ვაჭრობისას

რომელი ქვეყნები ხარჯავენ ყველაზე მეტს ევროპაში ონლაინ ვაჭრობისას

ევროპაში ყველაზე დიდ მხარჯველებად დიდი ბრიტანეთი და ნორვეგია სახელდება, ხოლო პოლონელები და უკრაინელები კი შედარებით ნაკლებს ხარჯავენ ინტერნეტ ვაჭრობის დროს

 

ევროპელები ინტერნეტ შესყიდვებზე დიდ ფულს ხარჯავენ. დღესდღეობით მსოფლიოში უამრავი ადამიანი სარგებლობს ინტერნეტ ვაჭრობით. შესაბამისად კი არაერთი კომპანიაა ბაზარზე, რომელიც სხვადასხვა სახის პროდუქტს და მომსახურებას სთავაზობს მომხმარებლებს. ონლაინ შესყიდვების უპირატესობა ნამდვილად დიდია, გამომდინარე იქედან, რომ ადამიანები ნაკლებ დროს და ენერგიას ხარჯავენ კონკრეტული ნივთის მისაღებად სახლიდან გაუსვლელად. ეს ყველაფერი კი ხელს უწყობს და უფრო მზარდს ხდის ინტერნეტ ვაჭრობას. აქვე შეგვიძლია ჩამოვთვალოთ ის დადებითი და უარყოფითი მხარეები რაც ონლაინ ვაჭრობითაა გამოწვეული.

ონლაინ ვაჭრობის დადებითი მხარეებია: ხელმისაწვდომობა 24 საათის განმავლობაში, არა აგრესიული გამყიდველი, ნაკლები დროის დახარჯვა, პროდუქტების უფრო დიდი არჩევანი, დაბალ ფასად პროდუქტის შეძენის შესაძლებლობა.

მეორეს მხრივ კი გადავხედოთ უარყოფით მხარეებს: პრობლემის გადაჭრა ადგილზე, მაღაზიაში უფრო სწრაფად შეიძლება მოხერხდეს ვიდრე ონლაინში, მომხმარებელს არ შეუძლია შეეხოს პროდუქტს და დაათვალიეროს სანამ მას შეიძენს, კონკრეტული პროდუქტი შეიძლება დაგვიანებით მივიდეს მომხმარებლამდე და ბოლოს ნდობის ფაქტორი.

როგორც ავღნიშნეთ, ევროპელები დიდ ფულს ხარჯავენ ონლაინ ვაჭრობაზე, რაც ევროპაში ჩატარებულ კვლევაშიც კარგად ჩანს. კვლევის თანახმად გამოკითხული 10 ადამიანიდან 9 სარგებლობს ონლაინ შესყიდვებით. მომხმარებელი საშუალოდ 2000 ევროს ხარჯავს ინტერნეტ ვაჭრობის დროს. ევროპაში ყველაზე დიდ მხარჯველებად დიდი ბრიტანეთი და ნორვეგია სახელდება, ხოლო პოლონელები და უკრაინელები კი შედარებით ნაკლებს ხარჯავენ ინტერნეტ ვაჭრობის დროს. კვლევაში ასევე საუბარია იმაზე თუ რომელ პროდუქტზე ხარჯავენ ყველაზე მეტ ფულს და რომელი სერვისია ყველაზე მოთხოვნადი. როგორც ირკვევა ამ მხრივ სასტუმროს და საჰაერო ბილეთების დაჯავშნის სერვისი გამოირჩევა. ასევე პოპულარობით სარგებლობს წიგნების და ციფრული ტექნიკის შეძენა. გამოკითხული მომხმარებლის 29% ყოველდღიურად აფიქსირებს თავის არცევანს სხვადსხვა პროდუქტზე.

 

Share