Home » ახალი ამბები » „რომელი ეკლესია დავანგრიე? გლდანის ფარდული? 600 ეკლესია აღდგა ჩემ დროს”
„რომელი ეკლესია დავანგრიე? გლდანის ფარდული? 600 ეკლესია აღდგა ჩემ დროს

„რომელი ეკლესია დავანგრიე? გლდანის ფარდული? 600 ეკლესია აღდგა ჩემ დროს”

რომელი ეკლესია დავანგრიე? გლდანის ფარდული? 600 ეკლესია აღდგა ჩემ დროს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქლაივის დროს განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, სამების ტაძარზე მოოქროვილი გუმბათის დადგმაც მისი ინიციატივა იყო.

​„სვეტიცხოველი დახურეს ჯვრისწერისთვის და „ფეისბუქზე“ დაწერეს, რომ სააკაშვილი ანგრევდა ეკლესიებს. რომელი ეკლესია დავანგრიე? გლდანის ფარდული? რომელზეც საპატრიარქო ამბობდა, რომ ეს კაცი არის განდგომილი, ბასილ მკალავიშვილი მღვდლებს ესხმის თავს და რამე ქენით ამაზე. 600 ეკლესია აღდგა ჩემ დროს, ვამაყობ ფოთის საკათედრო ტაძრით და განსაკუთრებით ბაგრატით. სამება რომ მიიწერა ივანიშვილმა, პირველი, რაც ვქენი, როცა პრეზიდენტად მოვედი, ფული გამოვყავი სამების დამთავრებაზე. მთელი საქართველო აშენებდა და ყულაბაში ჩაგდებული ვიღაცის 50 ლარი უფრო მნიშვნელოვანი და მეტი იყო, რადგან ბოლო ფული დადო, ვიდრე ივანიშვილის 50 მილიონი. მოოქროვილი გუმბათი ჩემი ინიციატივა იყო, სახელმწიფო ფულით გაკეთდა სამების მნიშვნელოვანი ნაწილი. ივანიშვილმა პატარა ფული ჩადო იმასთან შედარებით, რაც ხალხმა ჩადო“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

Share