Home » საზოგადოება » რომან ფიფიას და BGEO-ს დავის ფარგლებში, ინგლისის სასამართლომ ირაკლი გილაურს მობილური ტელეფონის წარმოდგენა დაავალა

რომან ფიფიას და BGEO-ს დავის ფარგლებში, ინგლისის სასამართლომ ირაკლი გილაურს მობილური ტელეფონის წარმოდგენა დაავალა

ინგლისის უმაღლესი სასამართლოს კომერციულმა სასამართლომ ბიზნესმენ რომან ფიფიას მიერ დაწყებული საქმისწარმოების ფარგლებში პროცედურული გადაწყვეტილება გამოიტანა.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, სასამართლომ მოპასუხეს დამატებითი ინფორმაციის გახსნა დაავალა.

“ინგლისის უმაღლესი სასამართლოს კომერციულ სასამართლოში, რომან ფიფიას მიერ BGEO GROUP LIMITED-ის (ყოფილი BGEO GROUP PLC) წინააღმდეგ დაწყებული სამართალწარმოების ფარგლებში, 2021 წლის 12 იანვარს გამართულ საჯარო მოსმენის შემდეგ, რომელიც ეხებოდა ფიფას მიერ BGEO-სგან დამატებითი ინფორმაციის გახსნის მოთხოვნას, სასამართლომ პროცედურული გადაწყვეტილება გამოიტანა და მოპასუხეს დამატებითი ინფორმაციის გახსნა დაავალა.

BGEO ეწინააღმდეგებოდა თავისი ყოფილი გენერალური დირექტორის, ირაკლი გილაურის მიერ გამოყენებული მობილური ტელეფონის გახსნას, თუმცა სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მოწყობილობა უნდა იქნეს წარმოდგენილი და მასში მოთავსებული ინფორმაცია გამოკვლეული.

ფიფიას მტკიცებით, შპს “რუსთავის აზოტთან” მიმართებაში BGEO-ს გარკვეულმა ქმედებებმა მას მიაყენეს მნიშვნელოვანი ზიანი. ფიფიას მიერ შესწორებული სარჩელით მოთხოვნილი ზიანის ოდენობა, შეადგენს მინიმუმ 393 მილიონ აშშ დოლარს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

წყარო

Share