Home » საზოგადოება » რომან გოცირიძე: მთავრობა ახალ მავნებლობაში ჩაერთო და ლარი შარშანდელ გზას გაუყენა
რომან გოცირიძე: მთავრობა ახალ მავნებლობაში ჩაერთო და ლარი შარშანდელ გზას გაუყენა

რომან გოცირიძე: მთავრობა ახალ მავნებლობაში ჩაერთო და ლარი შარშანდელ გზას გაუყენა

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი მთავრობას ეკონომიკურ პოლიტიკას უწუნებს. რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მთავრობა ახალ მავნებლობაში ჩაერთო და ”ეკონომიკის სტიმულირებისათვის” ბიჯეტიდან ბანკებისათვის ფულის სესხების მანია გაუჩნდა.

“მთავრობა ახალ მავნებლობაში ჩაერთო. ბიჯეტიდან ბანკებისათვის ფულის სესხების მანია გაუჩნდა ”ეკონომიკის სტიმულირებისათვის”. ლარის გაუფასურების ფონზე იმედი გვქონდა, რომ დღეს მაინც შეწყვეტდა ამ უმსგავსობას. ნურას უკაცრავად, 50 მილიონი ლარი გაასესხა. გაცემულმა სესხებმა უკვე 635 მილიონ ლარს მიაღწია. მხოლოდ ბოლო ორ თვეში 450 მილიონი ლარი გასცა.

მთავრობამ ლარი შარშანდელ გზას გაუყენა”, – წერს გოცირიძე FB-ს საკუთარ გვერდზე.

გოცირიძე იქვე აქვეყნებს სახაზინო სამსახური აუქციონის შედეგებს. 5 სექტემბერს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 3 თვიანი ვადიანობის, უზრუნველყოფილი დეპოზიტის აუქციონი. აუქციონზე გამოტანილი დეპოზიტის თანხის საერთო მოცულობამ შეადგინა 50 მილიონი ლარი, ხოლო საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 7.0240 პროცენტით.

Share