Home » საზოგადოება » რომან გოცირიძე ვანო მაჭავარიანს: რა გინდათ წვენებში?
რომან გოცირიძე ვანო მაჭავარიანს: რა გინდათ წვენებში?

რომან გოცირიძე ვანო მაჭავარიანს: რა გინდათ წვენებში?

„ტელეფონებში ხართ, რა გინდათ წვენებში“, – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატს ვანო მაჭავარიანს გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე.

ასევე, რომან გოცირიძე დაინტერესდა, რა მოტივით წარადგინეს ის ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე და რატომ დათანხმდა ამას თავად ვანო მაჭავარიანი.

„არავინ გიცნობთ, მუშაობდით ჯეოსელში, რაღაც შეხება ვიღაც ჰქონია ჯეოსელთან, მაგრამ როგორც პოლიტიკოს, არავინ გიცნობთ. რატომ რისკავთ თქვენს პროფესიულ რეპუტაციას?
რამდენად შეგიძლიათ იყოთ დამოუკიდებელი ბიძინა ივანიშვილისგან, პოლიტიკური ზეწოლისგან, რითი დაიცავთ თავს, როცა ბრძოლის იმუნიტეტი არ გაქვთ. ნოდარ ხადური იყო პროფესორი და ვერაფერი გააწყო, თქვენ ბაკალავრის დიპლომით მოდიხართ“, – მიმართა რომან გოცირიძემ ვანო მაჭავარიანს.

Share