Home » ბიზნესი » “როგორც ეკონომისტი გეტყვით, რომ საწვავზე აქციზის შემცირება არ იქნება სწორი, როგორც ბიზნესმენი – მომხრე ვარ”

“როგორც ეკონომისტი გეტყვით, რომ საწვავზე აქციზის შემცირება არ იქნება სწორი, როგორც ბიზნესმენი – მომხრე ვარ”

“როგორც ეკონომისტი გეტყვით, რომ საწვავის აქციზის შემცირება არ იქნება სწორი გადაწყვეტილება, როგორც ბიზნესმენი – მომხრე ვარ“- ასე გამოეხმაურა „ვისოლ ჯგუფის“ გენერალური დირექტორი საწვავის აქციზის შემცირებასთან დაკავშირებით ბიზნესის ნაწილის ინიციატივას.

„გეტყვით, რომ ნებისმიერი გადასახადის შემცირების მომხრე ვართ, აქციზი იქნება ეს თუ სხვა. თუმცა როგორც ეკონომისტი ვერ დავეთანხმები ინიციატივას, რადგან მრავალი ფაქტორის გამო დღეს ეს გამართლებული გადაწყვეტილება არ იქნება.

ამასთან, ისე იზრდება ნავთობპროდუქტებზე ფასები, რომ შეიძლება აქციზის გადასახადის შემცირების მიუხედავად, რამდენიმე კვირაში თუ ისევ გაგრძელდა ფასების მატება, შემცირებული გადასახადით მიღებული ეკონომიკური ეფექტის სრული ნიველირება მოხდეს,“ – განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

საწვავის ფასი რეკორდულ ნიშნულამდე იზრდება – მთავრობას აქციზის გადასახადის დაწევისკენ მოუწოდებენ

Share