Home » საზოგადოება » როგორია კორუფციის დონე საქართველოში და მის მეზობელ ქვეყნებში

როგორია კორუფციის დონე საქართველოში და მის მეზობელ ქვეყნებში

საერთაშორისო ორგანიზაციამ Transparency International 2020 წლის მსოფლიო ქვეყნების კორუფციის ინდექსი გამოაქვეყნა. კვლევა 180 ქვეყანას მოიცავს. ამბებს მიღმას გუნდმა კვლევიდან საქართველოსა და მისი მეზობელი ქვეყნების მონაცემები გამოყო და მათი ვიზუალიზაცია მოახდინა.

ორგანიზაციის ოფიციალურ ვებსაიტზე დატანილი მონაცემების  მიხედვით, საქართველო 56 ქულით, 45-ე ადგილს იყოფს პოლონეთთან და სენტ-ლუსიასთან. კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, საქართველოს გასულ წელსაც 56 ქულა ჰქონდა. შესაბამისად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ამ მიმართულებით ქვეყანას წინსვლა არ ჰქონია.

კორუფციის პრობლემა უცვლელია 2012 წლის შემდეგ. TI-ს მონაცემების მიხედვით, საქართველოს კორუფციის ინდექსის მაჩვენებელი მხოლოდ 4 ქულით არის გაუმჯობესებული.

თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ კავკასიის რეგიონში საქართველოს კორუფციის ყველაზე კარგი მაჩვენებელი აქვს.

რეგიონში ყველაზე კორუმპირებული ქვეყნების ადგილს აზერბაიჯანი და რუსეთი 129-ე ადგილით და 30 ქულით იყოფენ.

შემდეგ მოდის თურქეთი, რომელიც TI-ის სიაში 86-ე ადგილას არის გასული 40 ქულით. ამავე მონაცემების თანახმად, ბოლო წლების განმავლობაში,  ქვეყანაში კორუპციამ საგრძნობლად მოიმატა. 2012 წლიდან 2020 წლამდე თურქეთის კორუფციის ინდექსის ცვლილებამ -9 ქულა შეადგინა.

შედარებით კარგი შედეგი აქვს სომხეთს, რომელიც მსოფლიო ქვეყნების სიაში 49-ე ადგილს, 60 ქულით იკავებს. ამ უკანასკნელმა 2012 წლიდან საგრძნობლად გააუმჯობესა ქვეყანაში არსებული ვთარება. მისი კორუფციის მაჩვენებლის ინდექსის ცვლილება +15 ქულას შეადგენს.

“ამბებს მიღმა”

Share