Home » საზოგადოება » როგორი იქნება ენგურჰესის კაშხლის ტურისტული ღირსშესანიშნაობა [ფოტოები]
როგორი იქნება ენგურჰესის კაშხლის ტურისტული ღირსშესანიშნაობა [ფოტოები]

როგორი იქნება ენგურჰესის კაშხლის ტურისტული ღირსშესანიშნაობა [ფოტოები]

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საზოგადოებას ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის ტერიტორიაზე მსოფლიო დონის ატრაქციის — ენგურჰესის ტურისტული ზონის პროექტის კონცეფციაწარუდგინა.  

მისი თქმით, ენგურჰესის  თაღოვანი  კაშხლის  მიმდებარე ტერიტორიის ტურისტულ ზონად ქცევის  პროცესი მეორე თვეა, რაც აქტიურ ფაზაში გადავიდა.  საქართველოს  კულტურული  მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, ენერგეტიკის სამისნიტროს,  ენერგეტიკის განვითარების ფონდისა და ესტონელი კონსულტანტების მიერ ერთობლივად შემუშავებული სტრატეგიის  ფარგლებში შპს „ენგურის ტურისტულმა ცენტრმა“ ივლისის თვეში ზონის პროექტირებაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა, რომელზეც  სახელმწიფოს მხრიდან 2.040.000 ლარია გამოყოფილი.  პროექტირების ეტაპი 1  წელს  გასტანს.  მისი დასრულების შემდეგ თაღოვანი კაშხლის ტერიტორიაზე სამშენებლო-ინფრასტრუქტურული   სამუშაოების განხორციელება დაიწყება.  პროექტის სრულად განხორციელების ვადა  5  წელიწადს მოიცავს.

არსებული კონცეფციის მიხედვით, მსოფლიო დონის ატრაქციის — ენგურჰესის კაშხლის ტურისტული ინფრასტრუქტურა მოიცავს  გადასახედ მოედნებს, საბაგირო გზას, სამეცნიერო და აღმოჩენათა ცენტრს, ღია საკონცერტო სივრცეს, სანაოსნო ინფრასტრუქტურას, მსოფლიოში არსებულ ყველაზე მაღალ ლიფტს კაშხალზე (280 მ)  და ექსტრემალური კომპონენტების შემცველ რამდენილმე ატრაქციას. განვითარების კონცეფცია, ასევე, განიხილავს კაშხლის გამოყენებას სხვადასხვა საინსტალაციო-წარმოსახვითი ღონისძიებებითვის.

წინაწარი გათვლებით, ენგურის  ტურისტული ზონა რეგიონში ყველაზე შემოსავლიანი ტურისტული ობიექტი იქნება, რომელიც წელიწადში სავარაუდოდ  400 ათასამდე ტურისტს მოემსახურება.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ენგურჰესი, გეოგრაფიული თვალსაზრისით მდებარეობს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის — ზემო სვანეთის   უმნიშვნელოვანეს საგზაო არტერიაზე, ახალი სარეკრიაციო-გასართობი ზონა, დიდი ალბათობით, რეგიონული მნიშვნელობის  ტურისტული ჰაბის სტატუსს  შეიძენს.

ინდუსტრიული მემკვიდრეობის მონუმენტურ ძეგლებზე ტურისტული ატრაქციის მოწყობის პრაქტიკა  მსოფლიოში  რამოდენიმე მსგავსს პროექტს იცნობს, რომელთაგან  ერთ-ერთი ჰუვერის დამბის სახელითაა  ცნობილი  (კალიფორნია, აშშ.).

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ენგურჰესის თაღოვან კაშხალს ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი 2015 წლის 4 სექტემბერს  მიენიჭა.

1tv.ge

 

Share