Home » გალერეა » როგორი იქნება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური (ფოტოკოლაჟი)

როგორი იქნება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური (ფოტოკოლაჟი)

საქართველოს მთავრობასა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების თანახმად ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა დაიწყება.ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებლები – მამუკა ხაზარაძე და კურტ კონტი, ასევე კომპანია Van Oord-ის რეგიონული დირექტორი გოვერტ ვან ოორდი დაესწრნენ.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური თავისი მნიშვნელობითა და მასშტაბით ქვეყნისთვის ერთ-ერთ სტრატეგიულ პროექტს წარმოადგენს.

სტრატეგიული მდებარეობა, მაღალი გამტარუნარიანობა, ლოგისტიკური სერვისების განვითარების შესაძლებლობა, გაფართოებისა და განვითარების პერსპექტივა და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებები შექმნის რეალურ საფუძველს, რომ საქართველომ შეასრულოს თავისი ისტორიული მისია ახალი აბრეშუმის გზის კორიდორში; ამავდროულად, იქცეს საქართველოს მთავარ საზღვაო კარიბჭედ და ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ლოგისტიკურ ცენტრად რეგიონში.

ანაკლიის ნავსადგური იქნება უმსხვილესი პორტი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე.

 

Share