Home » ახალი ამბები » როგორ უნდა მიხვდეთ, რომ თქვენს კომპიუტერში არალეგალურად შეაღწიეს
თუ თქვენს კომპიუტერში სახელმწიფო არალეგალურად შეაღწევს ამის შესახებ Microsoft პირადად გაცნობებთ

როგორ უნდა მიხვდეთ, რომ თქვენს კომპიუტერში არალეგალურად შეაღწიეს

თუკი მთავრობა შეეცდება Microsoft-ის სერვისების, მათ შორის Outlook.com-ის, მომხმარებლების ანგარიშები გატეხოს, კორპორაცია მათ ამის შესახებ აცნობებს. Microsoft-მა სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც  ნათქვამია, რომ ვერც კორპორაციამ და ვერც აშშ-ს მთავრობამ ვერ დაადგინეს ჰაკერული თავდასხმის წყაროები და  რომ ისინი ერთი კონკრეტული ქვეყნიდან არ მოდის.Microsoft-მა პოლიტიკა ინტერნეტ გიგანტების (Facebook Inc, Twitter Inc , Yahoo Inc) მიერ მსგავსი ნაბიჯების განხორციელების შემდეგ შეცვალა.  ამ პრაქტიკის პიონერი 2012 წელს Google Inc გახდა.
რაც შეეხება კორპორაცია Microsoft, ის ორი წლის განმავლობაში მომხმარებელს პოტენციური უსაფრთხოების დარღვევის შესახებ ატყობინებდა, თუმცა სავარაუდო ეჭვმიტანილს არ აკონკრეტებდა.
„ჩვენ განვავითარეთ მიდგომა, ამიერიდან უბრალო შეტყობინებით არ შემოვიფარგლებით, იმ შემთხვევაში თუ აღმოვაჩენთ, რომ „თავდამსხმელი“ სახელმწიფოს მიერაა დაფინანსებული”, აღნიშნულია წერილში, რომელიც კომპანია Microsoft-მა სააგენტო  Reuters-ს მიწერა.როგორც ReutersMicrosof-ის ორმა ყოფილმა თანამშრომელმა განუცხადა, ჰაკერების თავდასხმების სამიზნე დიპლომატები,მედია მუშაკები, ადამიანის უფლებების დამცველები, იურისტები და სხვა სენსიტიური თანამდებობების პირები იყვნენ.Microsoft მომხმარებელს ურჩევდა, რომ შეეცვალათ პაროლები, თუმცა არ ატყობინებდა, რომ მათი ანგარიშები გატეხილი იყო.
თამარ ტაბატაძე
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

 

Share