Home » საზოგადოება » როგორ შევიძინოთ ავიაბილეთები იაფად – “ვიზეარის” რჩევები
როგორ შევიძინოთ ავიაბილეთები იაფად - "ვიზეარის" რჩევები

როგორ შევიძინოთ ავიაბილეთები იაფად – “ვიზეარის” რჩევები

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ვიზეარის“ პრეზიდენტი ჯოზეფ ბარადი მომხმარებლებს ავიაბილეთების იაფად შესაძენად რჩევებს აძლევს.

როგორც ჯოზეფ ბარადიმ დღეს, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ბილეთების იაფად შეძენის პრინციპი ადრე დაგეგმვაში მდგომარეობს.

„რაც უფრო ადრე შეიძენთ ბილეთს მით უფრო იაფი დაგიჯდებათ“, – განაცხადა ჯოზეფ ბარადიმ.

როგორც ”ვიზეარის” პრეზიდენტმა განმარტა, საშობაოდ, საახალწლოდ, აღდგომის პერიოდისთვის პიკური მოთხოვნაა, ბილეთების შოვნა უფრო რთულია და ფასებიც შესაბამისად იზრდება. მისივე თქმით, არის თვეები, მაგალითად როგორიცაა თებერვალი და ნოემბერი, როდესაც უფრო იაფად არის ბილეთების შეძენა შესაძლებელი.

როგორც ჯოზეფ ბარადიმ აღნიშნა, ავიაბილეთის მინიმალური ფასი 45 ლარი, საშუალო კი – 150 ლარია, თუმცა თუ მომხმარებელი გაფრენამდე ორი საათით ადრე გადაწყვეტს ბილეთის შეძენას, შესაძლოა ავიაბილეთის ღირებულება 400-500 ლარამდე გაიზარდოს.

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ვიზეარის“ პრეზიდენტი ჯოზეფ ბარადი საქართველოში იმყოფება. დღეს მან საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორ ქეთევან ალექსიძესთან ერთად პრესკონფერენცია გამართა.

 

[wpolling id=”14″ width=”” height=””]
Share