Home » ახალი ამბები » როგორ გაექცნენ საჩხერის კარანტინში მიმავალი ადამიანები პატრულს

როგორ გაექცნენ საჩხერის კარანტინში მიმავალი ადამიანები პატრულს

სოციალური ქსელის მომხმარებელი, მიხეილ შერვაშიძე, წერს:

“პატრულის თანამშრომლის მონათხრობიდან :
იტალიიდან ჩამოსული თვითმფრინავის მგზავრები საჩხერის საავადმყოფოში უნდა გადაეყვანათ ორ კვირიან კარანტინში და მიკროავტობუსის გასაცილებლად პატრულის ჩვენი ეკიპაჟი გამოიძახეს. მიკროავტობუსის მძღოლი აბსოლიტურად დაცული იყო და აღჭურვილი იყო სათანადო დამცავი საშუალებებით. ჩავრთეთ მოციმციმე სიგნალები და ვაცილებთ მიკროავტობუსს. ქალაქიდან როგორც გავედით უკანიდან გვესმის გაბმული სიგნალი. მგზავრებს ძალის გამოყენებით გაუჩერებიათ მიკროავტობუსი და გარბიან. პატრულის ორმა თანამშრომელმა ნახევარ საათში ძლივს მოვახერხეთ მათი უკანვე მიკროავტობუსში დაბრუნება და საავადმყოფოში გადაყვანა.
სამწუხაროდ ასეთია ცვენი ზოგიერთი თანამოქალაქის სამოქალაქო ცნობიერება”

Share