Home » საზოგადოება » როგორ გადაიბირა ,,ნაციონალურმა მოძრაობამ” გადაცემა ,,დროების” ჟურნალისტები
მედიაგეითი საქართველოში! – საზმაუწყებლის ყოფილი დირექტორის სკანდალური ჩვენება

როგორ გადაიბირა ,,ნაციონალურმა მოძრაობამ” გადაცემა ,,დროების” ჟურნალისტები

საზმაუწყებლის ყოფილი დირექტორის სკანდალური ჩვენება
 ახლახანს ცნობილი გახდა „საზოგადოებრივი მაუწყებლის”  ყოფილი დირექტორის და „თიბისიტივის“ დამფუძნებლის,  ლევან ყუბანეიშვილის მიერ 4 ივლისს, სასამართლოსთვის მიცემული სკანდალური ჩვენების შინაარსი, რომელიც 2007 წელს,  ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემის _ „დროების“ ჟურნალისტების ნაციონალური მოძრაობის მიერ გადაბირებას ეხება. ყუბანეიშვილმა სასამართლოზე გაიხსენა, თუ რა სცენარით მოხდა ჟურნალისტების გადაბირება. მისი თქმით,  გადაცემა „დროების“ ჟურნალისტების გადაბირების ინიციატორი თავდაცვის მაშინდელი მინისტრი _ დავით კეზერაშვილი იყო. როგორც ყუბანეიშვილი ამბობს, მასთან მივიდა შემდგომში უკვე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელი გოგი გეგეშიძე და სთხოვა, ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „დროების“ ჟურნალისტების გადაბირებაში დახმარებოდა, თავის მხრივ გადაბირებაში დახმარება გეგეშიძეს დავით კეზერაშვილმა სთხოვა.

ჩვენებიდან ირკვევა, რომ აღნიშნული შეხვედრა შედგა 2007 წლის დეკემბერს, სადაც საუბარი იყო იმაზეც, რა ფორმით უნდა წამოსულიყვნენ ჟურნალისტები „იმედიდან“.

„ამ შეხვედრების დროს ჩვენ ვსაუბრობდით, რა ფორმით წამოსულიყვნენ ისინი არხიდან. ერთ-ერთი წინადადება იყო, რომ გაეკეთებინათ განცხადება, არხის მეპატრონის, ბადრი პატარკაციშვილის პოლიტიკაში წასვლასთან დაკავშრებით. ეს თემა, ფორმა შეთანხმებული იყო დავით კეზერაშვილთან. უნდა გაეკთებინათ განცხადება, ეთქვათ მიზეზი, რომ მათი არხის მფლობელი იწყებდა პოლიტიკურ საქმიანობას და მათთვის ეს მიუღებელი იყო. ამის შემდეგ ჩვენ  რამოდენიმე შეხვედრა გვქონდა, შევთანხმდით თანამშროლობის შემდგომ ფორმაზე, რას გააკეთებდა ეს ჯგუფი. ამის შემდეგ მე მქონდა კიდევ ერთი შეხვედრა დავით კეზერაშვილთან, ვუთახრი, რა პირობებიც იყო ჟურნალისტების მხრიდან, მათ შორის – ფინანსური პირობები, რაც ამ ჯგუფმა წამოაყენა, რაზეც  მივიღე მხარდაჭერა. მე და გოგი შემდეგ შეხვდით ამ ჯგუფს, ჩამოვყალიბდით, რომ გადაცემა გავიდოდა საზმაუწყებელზე, რადგან ჟურნალისტები ამბოდნენ, რომ ფორმატიც რაც მათ უნდოდათ, ყველაზე კარგად შეეფერებოდა საზოგადოებრივ მაუწყებელს. გავაფორმეთ ხელშეკრულება, ამ ჯგუფმა ჩამოაყალიბა კომპანია „ახალი დროება“, ჩვენ – „ჯიელტივი“.  მილიონ 900 დოლარი დაახლოებით იყო კონტრაქტის ფასი, შიგნით თანხა როგორ ნაწილდებოდა, ჩემ კომპეტენციაში არ შედიოდა,“ _ აღნიშნა სასამართლოში ჩვენების მიცემის დროს ყუბანეიშვილმა. მისივე ინფორმაციით, „დროების“ ჟურნალისტების გადაბირების მცდელობა ჰქონდა გივი თარგმაძესაც, თუმცა ეს მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. 4 ივლისს, სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების შინაარსი დღეს გახდა ცნობილი.

გასულ კვირას ჟურნალისტმა გიორგი მამაცაშვილმა გაავრცელა აუდიო ჩანაწერები, სადაც ისმის “იმედის” გადაცემა „დროების” ყოფილი ჟურნალისტების ხმები. მათ შორის ზაზა წულაძის, რომელიც „ფოსტალიონის” ინფორმაციით დღეს „ამერიკის ხმის ” თანამშრომელია.

„როგორც გავიგე, ჩემი ბრიფინგისა და ამ ჩანაწერების გასაჯაროების შემდეგ წულაძე სამსახურში აღარ მისულა და მასთან დაკავშირება, ფაქტობრივად, შეუძლებელია,”-აცხადებს გიორგი მამაცაშვილი.

წყარო: postalioni

Share