Home » საზოგადოება » როგორ დავზოგოთ თანხა ან მივიღოთ მეტი სარგებელი საბანკო პროდუქტებით სარგებლობისას
როგორ დავზოგოთ თანხა ან მივიღოთ მეტი სარგებელი საბანკო პროდუქტებით სარგებლობისას

როგორ დავზოგოთ თანხა ან მივიღოთ მეტი სარგებელი საბანკო პროდუქტებით სარგებლობისას

 

ადრე, როდესაც ბანკისგან რაიმე მომსახურების მიღება გვჭირდებოდა, აუცილებელი იყო ფილიალში ფიზიკურად მისვლა და ოპერატორთან გასაუბრება, მაგრამ დღეს თანამედროვე  ტექნოლოგიების წყალობით, ბანკთან ურთიერთობის ბევრად უფრო მარტივი, ორი გზა არსებობს: ეს არის ინტერნეტბანკი და სპეციალური აპლიკაცია მობილური ტელეფონებისთვის – მობაილბანკი.

დღეს თქვენ უკვე შეგიძლიათ მისცეთ ბანკს დავალება ისე, რომ ფილიალთან ახლოსაც არ ჩაიაროთ!

მართალია, ხშირად ისეთ ქცევასთან ადაპტაცია, რომელიც არ გვჩვევია, გვიჭირს, მაგრამ არსებობს მთელი რიგი მიზეზები, თუ რატომ უნდა ვისარგებლოთ ბანკის დისტანციური სერვისებით – ინტერნეტ და მობაილბანკით. კერძოდ, ამ გზით ჩვენ შეგვიძლია დავზოგოთ თანხა ან მივიღოთ უფრო მეტი სარგებელი, ვიდრე სტანდარტულად ბანკში მომსახურებისას.

თიბისი ბანკის პროექტის „ჩემი ფინანსები“ მრჩეველი, გიორგი მირზიკაშვილი გთავაზობთ 5 რჩევას იმის შესახებ, თუ როგორ შეგიძლიათ დაზოგოთ თანხა საბანკო პროდუქტების შეძენისას ან როგორ მიიღოთ მეტი სარგებელი მაშინ, როდესაც უკვე სარგებლობთ საბანკო პროდუქტებით.

მოკლედ, აი როგორ გავაკეთოთ ეკონომია საბანკო პროდუქტების მოხმარებისას:

 

  • გახსენით ანაბარი ინტერნეტბანკით – ინტერნეტბანკით ანაბრის გახსნა ყოველთვის უფასოა.
  • მიიღე მეტი სარგებელი: ინტერნეტბანკით ანაბრის გახსნისას, გახსოვდეთ, რომ ბანკი თქვენს ანაბარზე უფრო მეტ სარგებელს დაგიბრუნებთ.
  • გადაიხადეთ კომუნალური გადასახადები ინტერნეტ ან მობაილბანკით – ეს საერთოდ უფასოა, ან ბევრად უფრო იაფი, ვიდრე ბანკის ფილიალში.
  • შეავსეთ ანგარიში ინტერნეტ ან მობაილბანკით – ანგარიშის შევსება ასე უფრო მარტივი და ამავე დროს უფასოა, ანუ რა თანხასაც შეიტანთ ანგარიშზე, ზუსტად ეს თანხა აისახება თქვენს ბალანსზე.
  • განახორციელეთ კონვერტაცია ანუ ე.წ ვალუტის გადახურდავება ინტერნეტბანკით- გახსოვდეთ, რომ  ინტერნეტბანკში კონვერტაციისას უკეთესი ვალუტის კურსებია;
  • ინტერნეტ ან მობაილბანკის საშუალებით, თანხის გადარიცხვა შესაძლებელია პირდაპირ მობილური ტელეფონის ნომრით; თუ 20 ლარამდე თანხას მობილურის ნომრით გადარიცხავთ, მაშინ სხვა ბანკში გადარიცხვის საკომისიოს აღარ გადაიხდით.

 

იურთიერთეთ ბანკთან ინტერნეტით ან ტელეფონით, დაზოგეთ დრო, მიიღეთ მეტი სარგებელი და მართეთ თქვენი ფინანსები უფრო ეფექტურად!

Share