Home » საზოგადოება » როდის უტარდება ალერგიულ პაციენტს ვაქცინაცია და როდის არა

როდის უტარდება ალერგიულ პაციენტს ვაქცინაცია და როდის არა

ყველა პაციენტი, რომელიც ვაქცინაციაზე მიდის, ექიმს ესაუბრება. პირდაპირ აცრა არ ხდება. ეს არის დაკომპლექტებული ბრიგადა. ექიმი უსვამს იმ ძირითად საკვანძო კითხვებს, რომელიც მთავარი და მნიშვნელოვანია. თუმცა პროცენტულად არსებობენ პაციენტები, რომლებსაც საერთოდ არ აქვთ ალერგიული ანამნეზი, მაგრამ ალერგიის განვითარების რისკი შეიძლება მაინც ჰქონდეთ, – ამის შესახებ იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „იმედის დღესთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ალერგიულ ადამიანებთან დამოკიდებულების სამი მოცემულობაა. ერთი არის მწვანე, როდესაც ნებადართულია ვაქცინა 30-წუთიანი დაკვირვებით, მეორეა ყვითელი, სადაც სიფრთხილის ზომა მნიშვნელოვანია და შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება აცრის ექიმთან და ალერგიის ექიმთან გააგზავნოს პაციენტი და მესამე, როდესაც პაციენტები კატეგორიულად არ აიცრებიან.

„მწვანე ფერის შემთხვევაში, თუ პაციენტს აქვს ანამნეზურად მსუბუქი ალერგიული რეაქციების ანამნეზი, იგივე ბრონქული ასთმის მოვლენები, რომელიც წამლით გაკონტროლებადია, იგივე მედიკამენტური ალერგია, მაგრამ არა ანაფილაქსიური შოკი ანამნეზში, იგივე ალერგიული რინიტი, მწერზე ალერგია, მაგრამ არა რთული, მსუბუქი და საშუალო, ასეთ შემთხვევაში, აცრის კაბინეტის ექიმი არ ეუბნება პაციენტს უარს აცრის გაკეთებაზე და აცრილი ადამიანი მოცდის დარბაზში ნახევარი საათით ჩერდება.

ყვითელი ვარიანტი – თუ პაციენტს აქვს ანამნეზში ოდესმე ალერგიული რთული რეაქცია, ხანდახან ადამიანს შეიძლება ემოციურ ფონზე დაემართოს ანაფილაქსიური შოკი. არიან პაციენტები, რომლებსაც გაფრენის დარბაზში, თვითმფრინავში ფრენის შიშის დროს ანაფილაქსია უვითარდებათ. ეს ცოტა უცნაური და ალერგიაში რთული მოვლენაა. ასეთ პაციენტებს, რომლებიც ყვითელ ზონას მიეკუთვნებიან, საჭიროა, რომ მაინც ალერგოლოგმა ჩაუტაროს კონსულტაცია.

და მესამე, წითელი ზონა, ვის ვერ ვცრით – თუ პაციენტს, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის პირველ დოზაზე უვითარდება ალერგიული რეაქცია და მას აღმოუჩნდა შესაბამისი დახმარება და პაციენტის მდგომარეობა დასრულდა კეთილსაიმედოდ, მას შემდეგ აეკრძალება ამ ვაქცინის მეორე დოზის გამოყენება“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

Share