Home » ახალი ამბები » როდის უნდა შეცვალოთ ძველი სანომრე ნიშნები მანქანაზე და რა ელით ფასიან ნომრებს
როდის უნდა შეცვალოთ ძველი სანომრე ნიშნები მანქანაზე და რა ელით ფასიან ნომრებს

როდის უნდა შეცვალოთ ძველი სანომრე ნიშნები მანქანაზე და რა ელით ფასიან ნომრებს

ევ­როს­ტან­დარ­ტე­ბით დად­გე­ნი­ლი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ახა­ლი ნომ­რე­ბის ასა­ღე­ბად, მძღო­ლებს ორი წელი დარ­ჩათ. ძველ სა­ნომ­რე ნიშ­ნებს სა­მარ­თლებ­რი­ვი ძალა 2020 წლის პირ­ველ სექ­ტემ­ბრამ­დე გა­ნე­სა­ზღვრა.

რო­გორც AMBEBI.GE-ს მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, ამ ინი­ცი­ა­ტი­ვით მძღო­ლე­ბის 50%-მა უკვე ისარ­გებ­ლა, შე­სა­ბა­მი­სად გარ­კვე­ულ ნომ­რე­ბის სიმ­ბო­ლო­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მა­რა­გი უკვე ამო­წუ­რუ­ლია.

შსს მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლის იმე­და მა­კა­სა­რაშ­ვი­ლის თქმით, ახა­ლი ნომ­რის აღე­ბა მძღო­ლებს მი­ნი­მუმ 70 ლარი და­უჯ­დე­ბათ.

“2020 წლის პირ­ველ სექ­ტემ­ბრამ­დე ძველ სა­ნომ­რე ნიშ­ნებს უწყდე­ბათ იურ­დი­უ­ლი ძალა და შე­სა­ბა­მი­სად ყვე­ლა მძღოლ­მა უნდა შეც­ვა­ლოს ახა­ლი სა­ნომ­რე ნიშ­ნით. ეს ნორ­მა ვრცელ­დე­ბა ყვე­ლა სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა­ზე, რო­მელ­საც 2014 წლამ­დე აქვს აღე­ბუ­ლი სა­ნომ­რე ნი­შა­ნი. ნომ­რის შეც­ვლა ფა­სი­ა­ნია და ჯდე­ბა 70 ლარი ანუ – 35 ლარი ღირს სა­ნომ­რე ნი­შა­ნი და 35 ლარი სა­რე­გის­ტრა­ციო მოწ­მო­ბა.

ის ნომ­რე­ბი, რო­მე­ლიც თა­ვის დრო­ზე ფა­სი­ა­ნი იყო და მო­სარ­გებ­ლებ­მა ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით გარ­კვე­უ­ლი სა­ფა­სუ­რი გა­და­ი­ხა­დეს, ავ­ტო­მა­ტუ­რად ეთ­ვლე­ბათ სა­ფა­სუ­რად და ამ ფა­სად შე­უძ­ლი­ათ მათ­თვის სა­სურ­ვე­ლი ნომ­რის აღე­ბა ისე, რომ ამა­ზე და­მა­ტე­ბი­თი თან­ხა აღარ გა­და­ი­ხა­დონ, გარ­და სა­რე­გის­ტრა­ციო სა­ფა­სუ­რი­სა. მა­გა­ლი­თად, თუ მძღოლს ნა­ყი­დი აქვს ნო­მე­რი 150 ლა­რად და ახ­ლაც უნდა ამ ფა­სად ნომ­რის შე­ძე­ნა, გა­დახ­დი­ლი თან­ხა ჩა­ეთ­ვლე­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვად და იყი­დის ამ ფა­სად ახალ ნო­მერ­საც.

ხოლო, თუ უფრო ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ნომ­რის შე­ძე­ნას მო­ი­სურ­ვე­ბენ, გა­და­იხ­დი­ან გან­სხა­ვე­ბულ თან­ხას. მა­გა­ლი­თად, თუ მძღოლს სურს 150-ლა­რი­ა­ნი ნომ­რის გა­დაც­ვლა 250-ლა­რი­ან ნო­მერ­ზე, გა­და­იხ­დის და­მა­ტე­ბით 100 ლარს და პლი­უს 35 ლარს სა­რე­გის­ტრა­ციო მოწ­მო­ბი­სას” – უთხრა AMBEBI.GE-ს მა­კა­სა­რაშ­ვილ­მა. მი­სი­ვე თქმით, ფა­სი­ა­ნი ნომ­რე­ბის მი­ნი­მა­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა 150 ლა­რია, ხოლო მაქ­სი­მა­ლუ­რი 10 ათა­სი ლარი.

“10 ათას ლა­რი­ა­ნი ნო­მე­რი შე­ი­ცავს ნე­ბის­მი­ერ 8 სიმ­ბო­ლოს, რო­მე­ლიც თვი­თონ პი­რის და­ინ­ტე­რე­სე­ბით შედ­გე­ბა. ამ 8 სიმ­ბო­ლო­ში ერთი ციფ­რი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყოს, და­ნარ­ჩე­ნი შე­საძ­ლე­ბე­ლია ლა­თი­ნუ­რი ასო­ე­ბი. ეს რვა სიმ­ბო­ლო არ უნდა მო­ი­ცავ­დეს გე­ოგ­რა­ფი­ულ სა­ხელ­წო­დე­ბას, უხამს შე­ძა­ხილს ან რა­ი­მე და­წე­სე­ბუ­ლე­ბის და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სა­ხელს.

150 ლა­რი­დან იწყე­ბა ისე­თი სა­ნომ­რე ნიშ­ნე­ბი, რო­მელ­საც სე­რი­ა­ში გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აქვს 4 ასო, ხოლო ციფ­რე­ბის კომ­ბი­ნა­ცია შედ­გე­ბა ასე­უ­ლის­გან, მა­გა­ლი­თად 100, 200, 300, 900-ის ჩათ­ვლით“, – გვი­თხრა მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლემ.

მათ, ვი­საც სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლე­ბის კომ­ბი­ნა­ცი­ით სურს ნომ­რის შე­ძე­ნა, ეს და­ახ­ლო­ე­ბით 150-ლა­რი­დან 250 ლა­რამ­დე და­უჯ­დე­ბა. „სა­ხე­ლი­ა­ნი ნომ­რის შე­ძე­ნა და­მო­კი­დე­ბუ­ლია ლა­თი­ნუ­რი ასო­ე­ბის კომ­ბი­ნა­ცი­ა­ზე მა­გა­ლი­თად „ნიკა“ სა­ხე­ლის შემ­თხვე­ვა­ში 150-250 ლა­რია მაქ­სი­მა­ლუ­რი. ანუ 150 ლარი ღირს ასე­უ­ლე­ბი ხოლო 200 ლა­რია 001 და ა.შ. ძი­რი­თა­დად ყუ­რა­დღე­ბა ექ­ცე­ვა ასო­ე­ბის კომ­ბი­ნა­ცი­ას და შემ­დეგ ნომ­რებს. ფა­სი­ა­ნი ნომ­რე­ბის შე­ძე­ნი­სას ძი­რი­თა­დად აქ­ცენტს აკე­თე­ბენ სა­ხე­ლებ­ზე ან ინი­ცი­ა­ლებ­ზე. არი­ან ისე­თე­ბი, რომ­ლებ­საც მა­გა­ლი­თად აინ­ტე­რე­სებთ ნომ­რე­ბი, სა­დაც 4 ასო ერ­თნა­ი­რია და 3 ციფ­რიც ერ­თნა­ი­რია. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით მო­თხოვ­ნა­დი იყო და ამ ეტაპ­ზე ამო­წუ­რუ­ლია. ასე­თი ნომ­რე­ბი 1 000 ლარი ღირ­და“, – გა­ნუ­ცხა­და AMBEBI.GE-ს მა­კა­სა­რაშ­ვილ­მა.

ავტორი: თიკო ოსმანოვა

წყარო: ambebi.ge

Share