Home » ფინანსები » “როცა ქვეყნის ეროვნულ ვალუტაზე ლაპარაკობს ადამიანი, ყოველთვის ფრთხილად უნდა იყოს”
"როცა ქვეყნის ეროვნულ ვალუტაზე ლაპარაკობს ადამიანი, ყოველთვის ფრთხილად უნდა იყოს"

“როცა ქვეყნის ეროვნულ ვალუტაზე ლაპარაკობს ადამიანი, ყოველთვის ფრთხილად უნდა იყოს”

როცა ქვეყნის ეროვნულ ვალუტაზე ლაპარაკობს ადამიანი ყოველთვის ფრთხილად უნდა იყოს, – განუცხადა ჟურნალისტებს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ნოდარ ჯავახიშვილმა ლარის კურსის გაუფასურების კომენტირებისას.

“სიღრმისეულად ამ საკითხის შესწავლის საფუძველი არ მაქვს და არც შესაძლებლობა, მაგრამ, რა თქმა უნდა, უხსოვარი დროიდან, რაც ფული შეიქმნა, არსებობს ეს პრობლემა. მაგალითად, გაგახსენებთ კუპონის პერიოდს, როდესაც ხელისუფლების ამა თუ იმ “ექსპერტის” ნებისმიერ განცხადებას რეალური უარყოფითი ან დადებითი შედეგი ჰქონდა იმის მიხედვით, თუ რა მიმართულებით იყო გაკეთებული ეს განცხადება. ამიტომ, საერთოდ, როცა ქვეყნის ეროვნულ ვალუტაზე ლაპარაკობს ადამიანი ყოველთვის ფრთხილად უნდა იყოს, რადგან ამაზეა დაფუძნებული ადამიანის წუთიერი იმედები”

– განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.

რაც შეეხება იმას, შეეხება თუ არა ინფრასტრუქტურულ პროექტებს ბიუჯეტის კორექტირება, მინისტრის თქმით, ის ამის აუცილებლობას ვერ ხედავს.

“ხვალვე შეგვიძლია გავაჩეროთ ავტობანზე მუშაობა, მაგრამ გვინდა ეს? უნდა გავითვალისწინოთ, რას ვღებულობთ რის ხარჯზე. მე ვერ ვხედავ, რომ რაიმე ისეთ ინფრასტრუქტურულ პროექტს ვახორციელებთ ჩვენ, რომლის შეჩერებაც ლარის კურსს ან გაამყარებს, ან გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნისთვის მისაღები იქნება. პირიქით, ნეტა იყოს იმის შესაძლებლობა, რომ კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ”

– განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.

[wpolling id=”4″ width=”” height=””]

Share