Home » ბიზნესი » რისთვის იყენებს გიორგი კოდუა სატრანსპორტო საკითხებზე მომუშავე “ჰაბ ჯორჯიას” პლატფორმას
რისთვის იყენებს გიორგი კოდუა სატრანსპორტო საკითხებზე მომუშავე "ჰაბ ჯორჯიას" პლატფორმას

რისთვის იყენებს გიორგი კოდუა სატრანსპორტო საკითხებზე მომუშავე “ჰაბ ჯორჯიას” პლატფორმას

საქართველოს საავიაციო ბაზარზე პრობლემებისა და არკონკურენტული გარემოს შესახებ უკვე წლებია საუბრობენ ექსპერტები თუ არასამთავრობო ორგანიზაციები. სპეციალისტები საავიაციო ბაზარზე, არაკონკურენტულ გარემოზე მიუთითებენ და ამის სამტკიცედ ბაზარზე ახლად შემოსული კომპანიების გასვლას ასახელებენ. საავიაციო ბაზარს ყველაზე აქტიურად, სატრანსპორტო საკითხების კვლევითი ორგანიზაცია, “ჰაბ ჯორჯია” მუშაობს. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ბაზარზე არსებულ პრობლემებს ნათლად ასახავს  ბოლო პერიოდში კომპანია Myway Airlines-ის მიერ რეისების შეჩერება. თუმცა, თავად კომპანიის განცხადებით, რეისების შეწყვეტა ზამთრის პერიოდის გამო მგზავრთა ნაკადის შემცირებამ გამოიწვია. ავია ბაზარზე არაკონკურენტული გარემოს არსებობა არ დაადასტურა კონკურენციის სააგენტომაც. რომელმაც შეისწავლა 2014-2016 წლებში აეროპორტებისა და მოქმედი ავიაკომპანიების მიხედვით, საქართველოში მგზავრთა ავია გადაყვანის ბაზარზე არსებული მდგომარეობა და დაასკვნა, რომ მგზავრთა ავია გადაყვანის ბაზარზე კონკურენტული გარემოა, ადგილი არ აქვს ხელოვნურ ბარიერებს და არსებული ბაზარი ვითარდება.

თუმცა, ბაზარზე არსებულ სურათს უფრო ნათლად დავინახავთ, თუ ბაზრის გადანაწილებას ციფრებში შევხედავთ. კერძოდ ბაზრის ლიდერი თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ია. 2018 წლის იანვარ-მარტის მონაცემებით, კომპანია ავიაბაზრის 12%-ს აკონტროლებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, Turkish Airlines-ი საქართველოს აეროპორტებში 101 091 მგზავრს მოემსახურა. გადაყვანილი მგზავრების მიხედვით, მეორე ადგილზეა Georgian Airways-ი, რომელმაც ამ პოზიციაზე 2017 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებისგან განსხვავებით, Ukraine International Airlines-ი (FlyUA) ჩაანაცვლა. Georgian Airways-ის წილი ბაზარზე 11%-ია, კომპანიამ სულ 89 833 მგზავრი გადაიყვანა. რეიტინგში მე-3 ადგილზე უნგრული ავიაკომპანია ჭიზზ Aირ-ია, რომელიც ბაზრის 9%-ის მფლობელია. 2018 წლის იანვარ-მარტში ჭიზზ Aირ-ი სულ 73 187 მგზავრს მოემსახურა. საქართველოს ავიაბაზრის 7%-იანი წილის მფლობელი FlyDubai-ა. კომპანია საქართველოს აეროპორტებში მოემსახურა და ავიაკომპანიამ დანიშნულების ადგილზე გადაიყვანა 53 575 მგზავრი, რაც საქართველოს აეროპორტებიდან გადაყვანილი მგზავრების 7%-ია. სტატისტიკური ინფორმაციით, 2018 წლის იანვარ-მარტში რეგულარული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რიცხოვნობით, ბაზრის 6%-ს აკონტროლებს ფლყუია, 5%-ს Aეროფლოტ-ი, 4-4%-იანი წილის მფლობელები არიან: Pegasus Airlines-ი, Pobeda Airlines-ი, S7 და Ural Airlines-ი. როგორც სტატისტიკა ცხადჰყოფს ავია ბაზარი ერთ-ერთი, ყველაზე კონკურენტული ბაზარია ქვეყანაში და ბაზარზე წილები, თითქმის თანაბრად არის გადანაწილებული.

ცოტახნის წინ ორგანიზაცია “ჰაბ ჯორჯიამ” გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მთავრობა ავიაკომპანია Wizz Air-ის საქართველოს ბაზრიდან გაშვებას გეგმავდა. ამის მიზეზად კი, ორგანიზაცია ეკონომიკის მინისტრის მხრიდან, “სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს” ხელმძღვანელზე ზეწოლას ასახელებდა. აღნიშნული განცხადება დაუყოვნებლივ უარყო ეკონომიკის სამინისტრომ და ინფორმაციას სიცრუე უწოდა.

“ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია მსგავსი დეზინფორმაციის ტირაჟირება, რომელიც მიზნად ისახავს მოსახლეობის სიცრუეში შეყვანას, დესტაბილიზაციას და ვნებს და აზარალებს არა მხოლოდ ერთი კონკრეტული კომპანიის ინტერესებს, არამედ უარყოფითად მოქმედებს ბიზნეს გარემოზე საქართველოში, ვნებს თითოეული მოქალაქის ინტერესებს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ “Wizzair”-ის საქმიანობაზე შეზღუდვის დაწესება არ იგეგმება და არც არასდროს დამდგარა დღის წესრიგში. პირიქით, ხდება “ჭიზზAირ”-ის საქმიანობის ხელშეწყობა სახელმწიფოს მხრიდან, კომპანია წლიდან წლამდე ფართოვდება, რაც მომავალშიც გაგრძელდება”, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

აღნიშნულ ფაქტზე განცხადება, თავად კომპანია “Wizzair” – მაც გააკეთა და ინფორმაციას სიცრუე უწოდა. “ჭიზზ Aირ იშვიათად აკეთებს კომენტარს ავიაკომპანიის შესახებ გავრცელებულ სპეკულაციებზე, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ Wizzair იყო პირველი საერთაშორისო ავიაკომპანია, რომელმაც ქუთაისის აეროპორტში 2012 წელს რეისი განახორციელა. ბოლო 6 წლის განმავლობაში ავიაკომპანიამ საქართველოს ქსელში არსებული რეისებით 1,5 მილიონზე მეტი მგზავრის გადაყვანა უზრუნველყო 13 ქვეყნის 20 მიმართულებით. ამასთან, ჭიზზ Aირ-მა 2018 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 9 ახალი ავია მიმართულება დაამატა, მათ შორის ისეთი ქალაქები, როგორიცაა რიგა, პარიზი, პრაღა, ათენი, ბარსელონა, რომი, ბუქარესტი, ვენა და ვროცლავი. ამასთან, ავიაკომპანიამ 2018 წლის მაისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში განათავსა მეორე ბაზირებული ავია ხომალდი, რომელიც 100 მილიონ დოლარზე მეტ ინვესტიციას წარმოადგენს. Wizzair-ის მიზანია, გააფართოვოს საქართველოში არსებული ქსელი და ქართველ მოგზაურებს შესთავაზოს უფრო მეტი დაბალბიუჯეტიანი ავია მიმართულება ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ”, – ნათქვამია განცხადებაში.

ჩნდება კითხვა რატომ ცდილობს არასამთავრობო ორგანიზაცია სიცრუის ტირაჟირებას, მაშინ როდესაც ორგანიზაცია, სრულიად ნეიტრალური უნდა იყოს და საზოგადოებას ობიექტურ და მიუკერძოებელ ინფორმაციას აწვდიდეს. ორგანიზაცია “ჰაბ ჯორჯია” 2016 წლის ივლისში შეიქმნა და მისი დამფუძნებელი, გიორგი კოდუაა. თავის მხრივ გიორგი კოდუა არის ბიზნესმენი და ამავე პერიოდში კომპანია “კავკასუს ავიახაზების” დამფუძნებელი, ასევე კომპანია “ეარ ჯორჯიას” კონსულტანტი. თავის მხრივ, ამაში დარღვევა არაფერია, მაგრამ ასეთ რეალობაში ორგანიზაცია “ჰაბ ჯორჯიას” დამფუძნებელი, გიორგი კოდუა, ავია ბაზარზე მოქმედი ბიზნესოპერატორია და, ცხადია, აქვს მატერიალური ინტერესებიც. შესაბამისად, ის საკუთარი ინტერესებისამებრ იყენებს, მის მიერ შექმნის პლატფორმა, “ჰაბ ჯორჯიასაც”. არსებულ რეალობაში ნათელია ორგანიზაციის მხრიდან, ავია ბაზარზე გავრცელებული, არაერთი დეზინფორმაცია თუ თუ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა.

ბუნებრივია, აღნიშნული გარემოება პირდაპირ მიუთითებს ლობისტურ ინტერესებზე იმდენად, რამდენადაც საკუთარი არასამთავრობო ორგანიზაციის რუპორად გამოყენება ლობიზმის კლასიკური მაგალითია. საგულისხმოა, რომ შესაძლოა აქ რაიმე სისხლის სამართლებრივი გადაცდომა არ იყოს, თუმცა ორგანიზაციას, რომელსაც პრეტენზია აქვს მაღალ კვალიფიციურობასა და ობიექტურობაზე, ასეთი დეზინფორმაციის გავრცელებით ვიწრო მერკანტილური ინტერესების დაკმაყოფილებაზე არ უნდა მუშაობდეს.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ერთი ფაქტი, რომ “ჰაბ ჯორჯიას” მიერ ასეთი დეზინფორმაციის გავრცელება არჩევნების მეორე ტურამდე რამოდენიმე დღით ადრე მოხდა. ცხადია, მოცემული ცრუ ინფორმაცია მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის აღმაშფოთებელი იყო და საკითხმა დიდი რეზონანსიც გამოიწვია. ისედაც დაძაბულ და მაღალი ტემპერატურის მქონე წანასაარჩევნო პერიოდში “ჰაბ-ჯორჯიას” უპასუხისმგებლო განცხადებამ დიდი დისონანსი შემოიტანა და, მოკლედ რომ ვთქვათ, ცრუ ინფორმაციამ შესანიშნავად იმუშავა. პოლიტიკურ კონიუქტურაზე ყურადღების გამახვილება შემთხვევითი არ არის. მკითხველს კარგად ემახსოვრება ვინ არის კოდუების ოჯახი და რა ბექრაუნდი აქვთ მათ ქართულ საზოგადოებაში. “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ერეკლე კოდუას ერთ-ერთი საკვანძო თანამდებობა ეკავა და იმ დროინდელი რეპრესიული რეჟიმის მთავარ საყრდენადაც მოაიზრებოდა. კოდუების ოჯახი პრაქტიკულად ყველა ბიზნესში ფლობდნენ საკუთარ ინტერესებს და მათთვის განსაკუთრებული პრვილეგიები მუდმივად გარანტირებული იყო. შესაბამისად, ჩნდება გონივრული ეჭვები, გიორგი კოდუას, “ჰაბ ჯორჯიას” და “ნაციონალური მოძრაობის” საერთო ინტერესებზე.

პეტრე ლეკიშვილი

Share