Home » საზოგადოება » რისკ-ჯგუფები, რომლებიც საქართველოში Covid 19-ის ვაქცინით პირველები აიცრებიან

რისკ-ჯგუფები, რომლებიც საქართველოში Covid 19-ის ვაქცინით პირველები აიცრებიან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, უკვე იდენტიფიცირებულა რისკ-ჯგუფები, რომლებიც კორონავირუსის ვაქცინით პირველები აიცრებიან. როგორც გამყრელიძემ მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ აღნიშნა, უკვე სრულდება ვაქცინის დანერგვის გეგმის შემუშავება.

„დღევანდელ სხდომაზე ვისაუბრეთ ქვეყანაში ვაქცინის დანერგვასთან დაკავშირებით. დღეს და ხვალ უკვე მთავრდება ვაქცინის დანერგვის გეგმაზე მუშაობა, რომელსაც 8 მიმართულება აქვს. უკვე იდენტიფიცირებულია პირველი რისკ-ჯგუფები, რომლებიც პირველები აიცრებიან ქვეყანაში. პირველები იქნებიან ჩემი კოლეგები, სამედიცინო პერსონალი და ასევე მოხუცთა სახლებში მყოფი ადამიანები.

ამას მოჰყვება 75 წელს ზემოთ მყოფი მოსახლეობა, 65 წელს ზემოთ, 55 წელს ზემოთ სხვადასხვა თანმხლები დაავადებების მქონე მოსახლეობა და ასე შემდეგ. საქართველოს აქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომ სხვადასხვა ტიპის ვაქცინები მიიღოს“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

თქვენი აზრით, ჩამოთვლილთაგან რომელია 2020 წლის ადამიანი?

შედეგების ნახვა

Loading ... Loading ...
Share