Home » საზოგადოება » რიკოთის უღელტეხილზე 52 კილომეტრზე ავტობანის მშენებლობის პროექტირება იწყება
რიკოთის უღელტეხილზე 52 კილომეტრზე-ავტობანის მშენებლობის პროექტირება იწყება

რიკოთის უღელტეხილზე 52 კილომეტრზე ავტობანის მშენებლობის პროექტირება იწყება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოთარ ჩრდილელი საკუთარი ფეისბუქის გვერდზე პოსტს აქვეყნებს, სადაც ამბობს რომ რიკოთის უღელტეხილზე 52 კილომეტრზე ავტობანის მშენებლობის პროექტირება იწყება.

გთავაზობთ პოსტს :

“გადაეცით…გაავრცელეთ…

რიკოთის უღელტეხილზე, 52 კილომეტრზე-ავტობანის მშენებლობის პროექტირება იწყება.

„ეს ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პროექტია. ასეთი სირთულის პროექტი ევროპაში დღეს არსად მიმდინარეობს“, – განაცხადა ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.


გიორგი სეთურიძე ამბობს, რომ 4 ზოლიანი გზის პროექტირებისთვის მომდევნო 1 წლის განმავლობაში, 40 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯება. ალტერნატიულ მარშრუტად ხარაგაულის შემოვლითი გზა განიხილება.
მისი თქმით, ამჟამად უკვე აშენებულია 150 კილომეტრი ჩქაროსნული ავტობანი და კიდევ 100 კილომეტრის მშენებლობა მოხდება.


გიორგი სეთურიძის თქმით, ავტობანს ექნება განშტოებებიც – ახალი გზები მივა ფოთსა და ანაკლიაში.
იგეგმება არაერთი სხვა მიმართულებით ახალი გზების მშენებლობაც, მათ შორის აშენდება: საირმე – აბასთუმნის დამაკავშირებელი მოკლე გზა, იმერეთიდან რაჭასთან დამაკავშირებელი გზა, გოდერძის უღელტეხილზე გზა, სვანეთის მიმართულებით უმოკლესი გზა და ასევე ყაზბეგი – ხევსურეთი – თუშეთის დამაკავშირებილი გზა, რომელიც იქნება ევროპაში ყველაზე გრძელი, ექსტრემალაური გზა, სადაც მომავალში შესაძლებელი გახდება ტურისტული კლასტერების წარმოქმნა” – წერს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ჩრდილელი.

იხილეთ პოსტი

[wpolling id=”13″ width=”” height=””]

Share