მთავრობის ადმინისტრაციაში, მსხვილი ბიზნესის წარმომამდგენლები პრემიერს და მთავრობის ეკონომიკურ გუნდს შეხვდნენ.
პრემიერთან შეხვედრიდან გამოსულმა “ჩირინას” გენერალურმა დირექტორმა, რევაზ ვაშაკიძემ განაცხადა, რომ მან დღგ-ს შემცირების საკითხი დააყენა დღის წესრიგში.
მისივე თქმით, მთავრობის წევრების პასუხი იყო, რომ საკითხს განიხილავენ.