Home » მსოფლიო » Reuters: გერმანიაში გაწრთვნილი ძაღლები COVID-19-ს 94%-იანი სიზუსტით ადგენენ

Reuters: გერმანიაში გაწრთვნილი ძაღლები COVID-19-ს 94%-იანი სიზუსტით ადგენენ

გერმანიაში ვეტერინარულმა კლინიკამ ძაღლები COVID-19-ის ამოსაცნობად გაწრთვნა, რის შემდეგაც მათ კორონავირუსის 94%-იანი სიზუსტით დადგენის უნარი აქვთ. ამის შესახებ სააგენტო Reuters წერს. ვირუსით დაავადებულების ნერწყვის მაგალითზე, ძაღლები “კორონას სუნს”, რომელიც დაინფიცირებული ადამიანების უჯრედებიდან მოდის, მაშინაც აგნებენ, თუ ადამიანი უსიმპტომოა.

გაწრთვნილი ძაღლები მგზავრებს შორის ვირუსის ამოსაცნობად, საპილოტე პროექტში ფინეთის ჰელსინკი-ვანტაას აეროპორტში სექტემბერში გამოიყენეს. ძაღლი დეტექტორები ასევე გამოიყენება ჩილეს სანტიაგოს საერთაშორისო აეროპორტში.

შესაძლოა, მალე ისინი ყოველდღიურ ცხოვრებაში, ხალხმრავალ შეკრებებზე, მაგალითად, კონცერტებზე, გამოიყენონ.

businessformula.ge

Share