Home » ახალი ამბები » “რეფორმები უნდა ემსახურებოდეს ერთადერთ მიზანს, ეს არის ადამიანისთვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნა”
"მოსახლეობის ხარჯების დიდი ნაწილი წამლების შესყიდვაზე მიდის"

“რეფორმები უნდა ემსახურებოდეს ერთადერთ მიზანს, ეს არის ადამიანისთვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნა”

მამუკა ბახტაძემ მმართველ გუნდს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ გააკეთებს მაქსიმუმ, რომ ეს ნდობა გაამართლოს.

„მადლობა მმართველ გუნდ ნდობისთვის. ჩემთვის დიდი პატივია და ამასთან ერთად კარგად ვაცნობიერებ, რამდენად დიდი პასუხსიმგებლობაა. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩემი მხრივ მაქსიმუმს გავაკეთე, რომ ეს ნდობა გავამართლო და გუნდთან ერთად ვემსახურო ქვეყანას. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველა ჩემს წინამორბედს, რომელთა ძალისხმევითაც საქართველო წინ წავიდა მრავალი მიმართულებით, საშინაო რეფორმებით დაწყებული დამთავრებული საგარეო პოლიტიკით. დღეს წარმოვადგენ მთავრობის განახლებულ პროგრამას, რომელიც ეფუძნება მმართველი პოლიტიკური ძალის „ქართული ოცნება-დამოკდერტიულისაქართველოს” გაცხადებულ ღირებულებებს. რა არის ეს ღირებულებები და რას ელოდება ხალხი მმართველი ძალისგან. ჩვენთვის უმთავრესი ღირებულება იყო, არის და იქნება ადამიანი და მისი ღირსეული ცხოვრება. ბუნებრივია, ჩვენ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ორიეტირებული რეფორმებზე, მაგრამ ამავე დროს რეფორმები უნდა ემსახურებოდეს ერთადერთ მიზანს, ეს არის ადამიანისთვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნა. ადამიანებს უნდა  ჰქონდეთ განცდა, რომ მათ შეუძლიათ თავიანთ სამშობლოში მოახდინონ თავისი შესაძლებლობები რეალიზაცია, იყვნენ დაცულები და ჰქონდეთ თავისუფლების უმაღლესი ხარისხი. სწორედ ეს არის ამოსავალი და ამაზეა აგებული მთავრობის ახალი პროგრამა. ჩვენ არ გავურბივართ პრობლემების აღიარებას და გვაქვს კონკრეტული ხედვა, როგორც გავუმკლავდეთ სიღარიბეს, როგორც ყველაზე დიდი გამოწვევას და ჩვენი ხალხი ერთხელ და სამუდამო ამოვიყვანოთ ამ გაჭირვებიდან” , – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

წყარო: 1tv.ge

Share