Home » საზოგადოება » „რჩება შთაბეჭდილება, რომ „ესკო“ შეგნებულად აბუნდოვანებს ელექტროენერგიის იმპორტში არსებულ ვითარებას“ – გიორგი კაპანაძე

„რჩება შთაბეჭდილება, რომ „ესკო“ შეგნებულად აბუნდოვანებს ელექტროენერგიის იმპორტში არსებულ ვითარებას“ – გიორგი კაპანაძე

„რჩება შთაბეჭდილება, რომ „ესკო“ შეგნებულად აბუნდოვანებს ელექტროენერგიის იმპორტში არსებულ ვითარებას“ – გიორგი კაპანაძე

„რჩება შთაბეჭდილება, რომ „ესკო“ შეგნებულად აბუნდოვანებს ელექტროენერგიის იმპორტში არსებულ ვითარებას“, – „ამის შესახებ ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ (აფბა) ხელმძღვანელმა გიორგი კაპანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, „ესკო“ აქვეყნებს მხოლოდ საშუალო შეწონილ ტარიფებს და პრინციპულად არ ასაჯაროებს დღის/ღამის და უქმე დღეების რა ტარიფების მიხედვით მიიღო გადაწყვეტილება ამა თუ იმ იმპორტიორ კომპანიასთან დაკავშირებით.

„ელექტროენერგიის იმპორტის „ესკოს“ მიერ გამოქვეყნებული მონაცემები სრულად ვერ ასახავს არსებულ რეალობას და არ იძლევა დეტალური ანალიზის საფუძველს, თუ რამდენად სწორი გადაწყვეტილება მიიღო მან როცა ამა თუ იმ ქვეყნიდან გადაწყვიტა ამა თუ იმ მოცულობის ელექტროენერგიის შესყიდვა. ამგვარი მიდგომა, ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ „ესკო“ შეგნებულად აბუნდოვანებს ელექტროენერგიის იმპორტში არსებულ ვითარებას“, განაცხადა – გიორგი კაპანაძემ.

„აფბას“ ხელმძღვანელის  გადაცემა „საქმეში“ სტუმრობის ამსახველ ვიდე-ჩანაწერს სრულად გთავაზობთ.

 

 

 

 

Share