„პანდემიის გამო, ამერიკის მარეგულირებელმა, ფედრეზერვმა შეამცირა და ახლა თითქმის ნულთან არის საპროცენტო განაკვეთი. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ საპროცენტო განაკვეთები დოლარში ყველგან შემცირდებოდა“, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
მისი თქმით, ამას აქვს მეორე მიზეზიც, რაც დოლარში სესხების გაცემის რისკებს უკავშირდება და ბუნებრივია, რომ კომერციულ ბანკებსაც აღარ აქვთ სტიმული უცხოურ ვალუტაში სესხების გაცემის.
„ვალუტაში დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთზე რაც მოხდა, აბსოლუტურად ბუნებრივია, რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი, როგორც მოგეხსნებათ, პანდემიის გამო ამერიკის მარეგულირებელმა, ფედერალური რეზერვების ბანკმა შეამცირა და ახლა თითქმის ნულთან არის საპროცენტო განაკვეთი. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ საპროცენტო განაკვეთები დოლარში ყველგან შემცირდებოდა.
რა თქმა უნდა, დედოლარიზაციამაც მიიღო ამაში გარკვეული როლი და ძალიან კარგია, რომ ეს გაკეთდა“,- განაცხადა კობა გვენეტაძემ.
bpn.ge