Home » საზოგადოება » რატომ ღირს წამლები საქართველოში ორჯერ უფრო ძვირი, ვიდრე თურქეთში
რატომ ღირს წამლები საქართველოში ორჯერ უფრო ძვირი, ვიდრე თურქეთში

რატომ ღირს წამლები საქართველოში ორჯერ უფრო ძვირი, ვიდრე თურქეთში

დავით სერგეენკო ადასტურებს, რომ ფასთა ასეთი სხვაობა 2007-10 წლებში მიღებული სახელმწიფო პოლიტიკის შედეგია

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თურქეთში ცალკეული მედიკამენტების ფასი საქართველოს სააფთიაქო ქსელებში არსებული ფასებისგან განსხვავებულია და საქართველოში ძვირადღირებული წამლების შესყიდვა თურქეთში თითქმის მესამედ ფასად შეიძლება. ინტერნეტ გამოცემა – “ბათუელებმა” ქართულ და თურქულ სააფთიაქო ქსელებში არსებული რამდენიმე მედიკამენტის ფასი შეადარა, ფასთა სხვაობის საილუსტრაციოდ. ცხრილში მითითებულია ფასები, რომლებიც გამოქვეყნებული აქვთ, ერთი მხრივ, საქართველოს სააფთიაქო ქსელებს თავიანთ ვებგვერდებზე და, მეორე მხრივ, თურქულ ვებგვერდს, სადაც თავმოყრილია თურქეთში გაყიდვაში არსებული მედიკამენტების ფასები. ილუსტრაციიდან ნათლად ჩანს, რომ ქართულ აფთიაქებში არსებული ფასები 2–3-ჯერ, ზოგ შემთხვევაში კი გაცილებით მეტჯერ აჭარბებს მეზობელი ქვეყნის აფთიაქებში არსებულ ფიქსილებულ ღირებულებას.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ თურქეთში მედიკამენტების დაბალ ფასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ადასტურებს, რომ ფასთა ასეთი სხვაობა განსხვავებული სახელმწიფო პოლიტიკის შედეგია.

„დღევანდელი მდგომარეობით ფარმაცევტული კომპანიების 100% საქართველოში არის კერძო. არსებული კანონმდებლობითა და პოლიტიკით, ფასის ზღვრის დაწესება წამლებზე არ მოიაზრება. ფასებს განსაზღვრავენ კომპანიები თვითონ. ამიტომ არის რაღაც მიმართულებებში განსხვავებები იმავე მეზობელ თურქეთსა და ჩვენს ქვეყანაში არსებული მედიკამენტის ფასებს შორის. საქართველოსგან განსხვავებით თურქეთმა, როდესაც ჩვენ 2007 და 2010 წლებში, ძალიან მარტივად მივიღეთ პრივატიზაციებზე გადაწყვეტილება, თურქეთი ძალიან ჭკვიანურად მოიქცა და მძლავრი სახელმწიფო საპირწონეები დატოვა როგორც კლინიკებში, ასევე ფარმაწარმოებაში”, – აცხადებს სერგეენკო.

“მეორე ის, რომ თურქეთი მოსახლეობის მხრივ საკმაოდ დიდ ბაზარს წარმოადგენს და სახელწიფო მძლავრი ჩართულობის გამო თურქეთს საერთაშორისო მწარმოებლებთან აქვს მოლაპარაკება, რომ მათ გააკეთონ ე.წ. წარმოების ლოკალიზაცია, ანუ სხვა ქვეყნების დიდმა ფარმაკომპანიებმა აწარმოონ თურქეთში და ეს ხარჯებს მნიშვნელოვნად ამცირებს.

მესამე ის, რომ თურქეთმა მოახერხა რამდენიმე წლის წინ რეგიონის კონსოლიდირებულ შესყიდვაში, როდესაც რამდენიმე ქვეყანა გაერთიანებული ძალებით ყიდულობს ერთი და იგივე წამალს და ესეც არის ფასდაკლების ბერკეტი“ – განაცხადა სერგეენკომ.

ნეტგაზეთი

Share