Home » ახალი ამბები » რატომ გაუკეთეს თბილისში ძეგლებს პირბადეები?
რატომ გაუკეთეს თბილისში ძეგლებს პირბადეები?

რატომ გაუკეთეს თბილისში ძეგლებს პირბადეები?

თბილისში არსებული ძეგლების უმეტესობა მოსახლეობამ დღეს პირბადეებით იხილა. სოციალურ ქსელში ქალაქის სხვადასხვა უბანში განთავსებული „პირბადიანი ძეგლების“ ფოტოებიც გავრცელდა.

ამ დროისთვის უცნობია, თუ რა სახის აქციაა ეს და ვინ არის აქციის ორგანიზატორი. ასევე უცნობია რა არის ძეგლებზე პირბადეების გაკეთების მიზანი.

როგორც „კომერსანტს“ მერიაში განუცხადეს, მათთვისაც უცნობია აქციის მიზანი და მათ აქციის ჩატარებაზე თანხმობა არ გაუციათ.

„მერიის შესაბამისი სამსახური ამაზე რეაგირებას მოახდენს და ძეგლებს პირბადეებს მოხსნის“, – განაცხადეს მერიაში. აღნიშნულ ფაქტზე ინფორმაციას არ ფლობს არც ჯანდაცვის სამინისტრო.

პირბადეები ძეგლებს წუხელ გვიან ღამით გაუკეთდა.

პირბადე უკეთია: ილიას და აკაკის, ვაჟა-ფშაველას, გალაკტიონ ტაბიძის, ფილარმონიის წინ მდებარე მუზას, ექვთიმე თაყაიშვილის და თბილისში არსებულ თითქმის ყველა ძეგლს.

Commersant.ge

Share