Home » საზოგადოება » თბილისსა და ვაშინგტონს შორის სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის მკვეთრი ზრდის შემთხვევაში, რუსეთს ე.წ. სამხრეთ ოსეთს მიიერთებს
რატომ არის საშიში აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი, რუსეთსა და დასავლეთს შორის არსებულ დაპირისპირებაში

თბილისსა და ვაშინგტონს შორის სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის მკვეთრი ზრდის შემთხვევაში, რუსეთს ე.წ. სამხრეთ ოსეთს მიიერთებს

რატომ არის საშიში აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი, რუსეთსა და დასავლეთს შორის არსებულ დაპირისპირებაში

დღეს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებული კონფლიქტები რუსეთსა და დასავლეთის დაპირისპირების მთავარი ფრონტებიდან ერთ-ერთია. მას შემდეგ, რაც 2008 წლის 26 აგვისტოს მოსკოვმა აღიარა საქართველოს ავტონომიების დამოუკიდებლობა, ამიერკავკასიაში ახალი სტატუს-კვო დამკვიდრდა. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთის გავლენის სფეროში აღმოჩნდნენ, ხოლო ” საქართველოს ხმამ” (გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის მიერ შემოთავაზებული სპეციალური ტერმინი) მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ევროპისა და ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

თბილისმა მიიღო NATO- ს “გაძლიერებული თანამშრომლობის” პაკეტი, ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას, ბრიუსელმა კი საქართველოს მოქალაქეებს უფლება მისცა ეწვიონ შენგენის ქვეყნებს ვიზის გარეშე.  ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ამიერკავკასიაში ახალი სტატუს-კვო ქმნის კონფლიქტურ სიტუაციას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში?

შეიძლება თუ არა იმის თქმა, რომ ეს ისტორიები, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში ევრაზიული დღის წესრიგში იყო, აღარ არის აქტუალური და არ შეიცავს სერიოზულ რისკებს?

თითქმის უკვე 10 წელია ჩვენ ვერ ვხედავთ სამხედრო კონფრონტაციას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. 2008 წლის ოქტომბრიდან კავკასიაში საერთაშორისო ჟენევის დისკუსიების ფორმატში მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ეს პლატფორმა ერთადერთი დიალოგის ფორმატია, საქართველოს წარმომადგენლებსა და ორ ნაწილობრივ აღიარებულ “რესპუბლიკებს” შორის.

კოსნულტაციებში მონაწილეობას იღებენ აშშ-ს, რუსეთის, ევროკავშირის დიპლომატები, გაეროს და ეუთო-ს თანამშორმლები. არანაირი დიპლომატიური დარღვევა ამ ხნის განმავლობაში არ მომხდარა. ახლო პერსპექტივაში კი კომპრომისის მიღწევა ნაკლებად სავარაუდოა.  თბილისი და მისი მხარდამჭერები, ვაშინგტონი და ბრიუსელი მზად არ არიან გადახედონ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს, მაშინ როდესაც მოსკოვი განიხილავს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას, როგორც ევრაზიაში “ახალ გეოპოლიტიკურ რეალობას”, რომელთანაც შეგუება ადრე თუ გვიან ყველას მოუწევს.

რუსული დელეგაცია ამტკიცებს, რომ კონფლიქტის მხარეს წარმოადგენენ საქართველო, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. თბილისი საკუთარ პოზიციაზეა, რომ მოსკოვი არ არის მხოლოდ დამკვირვებელი და მოლაპარაკების მონაწილე ამ პროცესების, არამედ გადამწყვეტი მოთამაშე ამიერკავკასიაში, რომლის გარანტიები ძალის გამოუყენებლობის შესახებ პრინციპულად მნიშვნელოვანია, თუნდაც იმიტომ, რომ  2008 წლის აგვისტოში რუსეთმა ცხინვალს და სოხუმს სამხედრო საშუალებებით მხარი დაუჭირა, ხოლო მათი დამოუკიდებლობის აღიარების შემდგომ, რუსეთმა დაიწყო მათ სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობასა და უსაფრთხოებაზე ზრუნვა. შედეგად, კონფლიქტში მონაწილე ყველა მხარე შემოიფარგლება ადგილობრივ ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების საკითხებზე. მართალია, ასეთ ფორმატსაც შეუძლია ბევრი პოზიტიური შედეგის მოტანა.

პერიოდულად მოხდა მრავალი კონფლიქტი, მოსახლეობის გადაადგილება სადავო საზღვრების მეშვეობით, ან დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება, ყველა ამ საკითხების მოგვარება მაინც ხერხდებოდა. ამრიგად, მთიანი ყარაბაღსა ან დონბასში არსებულ სიტუაციასთან შედარებით, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებული კონფლიქტები გაყინულია. რუსეთმა, რომელმაც უზრუნველყო სამხედრო პოლიტიკური გავლენა საქართველოს 2 ავტონომიაში, არ ცდილობს გაზარდოს თავისი გავლენის სფერო ‘’საქართველოს ხმის’’ ხარჯზე, რა დროსაც აშშ და მისი მოკავშირეები ხაზს უსვამენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ვალდებულებას, თუმცა არ ცდილობენ სიტუაციის  შეცვლას თავიანთ სასარგებლოდ. საქართველომ დაკარგა კონტროლი ლიახვის დერეფანზე, ახალგორის რაიონზე სამხრეთ ოსეთში და კოდორის ხეობაში, აფხაზეთში.  ერთ დროს, ამ ტერიტორიების მფლობელობა თბილისს, გარკვეული პირობით კონსტიტუციური წესრიგის დამყარების შანსს აძლევდა. საუბარია სამ ძირითად პირობაზე: მოსკოვის პასიურობა, სწრაფი განვითარება ბლიცკრიგის ფორმატში და აქტიური საერთაშორისო მხარდაჭერა.

არც ერთი ეს პირობა არ დაკმაყოფილდა 2008 წლის ხუთდღიანი ომის დროს და დღესაც ამის შესრულების ალბათობა კიდევ უფრო დაბალია. უფრო მეტიც, მიხეილ სააკაშვილის წასვლის შემდეგ და მმართველი პარტიის “ქართული ოცნების” გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ გამოასწორა საგარეო პოლიტიკის ტაქტიკა( მაგრამ არა სტრატეგია). ისინი ისევ ევროპული ინტეგრაციისა და ნატო-ს სტრატეგიული ალიანსისკენ სწრაფვას ისახავენ პრიორიტეტად, მაგრამ ამ მიზნების მიღწევს ისინი ცდილობენ არა დაპირისპირების ესკალაციით რუსეთთან, არამედ მოსკოვთან პრაგმატული ურთიერთობის ჩამოყალიბებაში. ეს, რასაკვირველია, არ ნიშნავს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე საქართველოს სუვერენიტეტის შეწყვეტას (თუნდაც,ფორმალური იყოს). ისეთი მტკივნეული თემა როგორიცაა ‘’საზღვრის მოწყობა’’ (საზღვრის მოწყობა, რასაც თბილისი ადმინისტრაციულს უწოდებს, მოსკოვი კი ნაწილობრივ აღიარებულ რესპუბლიკას-სახელმწიფოთაშორისი) საქართველოს ხელისუფლება ცდილობს იყოს მაქსიმალურად თავშეკავებული.

ვაშინგტონის კავკასიის მკვლევარ, კორი ვოლტის მოსაზრებით, თუ 2008 წლის ომს, განვიხილავთ, როგორც ყირიმის ანექსიას, უკრაინაში გაცილებით უფრო დესტრუქციულ კონფლიქტს, მაშინ იძულებული ვიქნებით ვაღიაროთ, რომ იმ ომმა უფრო დიდი გეოპოლიტიკური ზარალი მოიტანა, ვიდრე აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა განსაზღვრეს თავის დროზე. აქედან გამომდინარე, 2008 წლის აგვისტოს თემა შეიძლება უკრაინასთან და საერთო ევროპულ კონტექსტთანაც  იყოს დაკავშირებული. უამრავი არგუმენტის მოყვანა შეიძლება ამგვარი კონსტრუქციების ხელოვნურობასა და არაკორექტულობასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არაფერს შეცვლის იმათ რიგებში, ვინც პრაქტიკულ გადაწყვეტილებებს იღებს რუსეთის მიმართულებით. მათთვის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტები არ არის სსრკ-ს დაშლის კონტექსტში კომპლექსური ეთნო-ეროვნული თვითგამორკვევის შედეგი, სადაც ყველას აქვს საკუთარი სიმართლე და მისი წილი ბრალდებები.

ძალიან საინტერესო და საყურადღებოა ამერიკელი დიპლომატისა და ექსპერტის, სტროუბ ტალბოტის განცხადება (კლინტონის ადმინისტრაციაში, ის იყო სახელმწიფო მდივნის მოადგილე, რომელიც რუსეთისა და ევრაზიის საკითხებზე კურირებდა): ‘’შესაძლოა, რუსეთის ოფიციალური თვალსაზრისით, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოები არიან, მაგრამ მთელი მსოფლიოს თვალში ეს არის რუსეთის ტერიტორიის გაფართოება და ეს მოხდა  პირველად საბჭოთა ეპოქის დასრულების შემდეგ.’’

ის ფაქტი, რომ მოსკოვს დაუპირისპირდნენ უკრაინა, მოლდოვა(განსაკუთრებით, მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში) და ახლო აღმოსავლეთი, არსებულ სიტუაციას საერთოდ არ ცვლის. პირიქით, ჩნდება დამატებითი რისკები. თუ უკრაინის კრიზისამდე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტებს გააჩნდათ დამოუკიდებელი მნიშვნელობა, რუსეთთან და დასავლეთთან ურთიერთობაში, ახლა კი უფრო მეტად დამოკიდებული არიან  მთავარ ფაქტორებზე. ამიერკავკასიის ექსპერტთა დისკუსიებში, ხშირად ჟღერს თეზისი: საქართველოს ნატოში გაწევრიანება ნაკლებად სავარაუდოა.   მართლაც, ალიანსის წესდების თანახმად, ქვეყანა, რომელსაც არ აქვს გადაუჭრელი ტერიტორიული პრობლემები და აქვს მეზობლებთან დაპირისპირება, ვერ შეავსებს ალიანსის რიგებს.

რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობა, ასევე რუსეთსა და დასავლეთს შორის ამიერკავკასიის მიმართულებით დაპირისპირება აჩვენებს, რომ სიტუაციის გამწვავება არ არის გამორიცხული. პოლიტიკურმა სიტუაციამ და გარე ფაქტორებმა შესაძლოა უბიძგოს რუსეთს თავის რიგებში ჩაწეროს სამხრეთ ოსეთი. თანაც იმის ფონზე, რომ ამ რესპუბლიკაში პოპულარულია იდეა ჩრდილოეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციასთან გაერთიანების შესახებ. ამჟამინდელი პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი, სამი წლის განმავლობაში, ამ ლოზუნგებით აღწევდა გამარჯვებას ჯერ საპარლამენტო კამპანიის პერიოდში, ხოლო შემდეგ “რესპუბლიკის ხელმძღვანელის” არჩევის დროს. თუმცა, ეს სცენარი შეიძლება განხორციელდეს თბილისსა და ვაშინგტონს შორის სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის მკვეთრი ზრდის შემთხვევაში (მაგალითად, თუ აშშ-ს ბაზები ან კონტინგენტები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრების უშუალო სიახლოვეს გამოჩნდება).

 კავკასიური არჩევანი

ამიერკავკასიაში რუსეთსა და დასავლეთს არჩევანი აქვთ – ან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებული მდგომარეობის გამოყოფა, სხვა კონფლიქტებისგან, ან დონბასის და პრედნესტროვიეში არსებული მდგომარეობა და ამ მიმართულებით მისი გამოყენება, როგორც შესაძლო დამატებითი არგუმენტი საერთო დაპირისპირებაში. ამასთანავე, მოსკოვსა და ვაშინგტონს აქვთ შერჩევითი პარტნიორობის გამოცდილება (მთიანი ყარაბაღი) და შერჩევითი “შეთანხმება შეუთანხმებლად.’’

აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში არსებული კონფლიქტები მეორე მოდელის მაგალითია, როდესაც ოპონენტებს დიამეტრულად საპირისპირო მიზნები აქვთ, მაგრამ ისინი ცდილობენ არ გააღრმავონ კონფრონტაცია და არ გარიოს ის ორმხრივი ურთიერთობების საერთო უარყოფით კონტექსტში. მარტივად რომ ვთქვათ, ისინი ცდილობენ მართონ სიტუაცია ახალი სტატუს-კვოს მეშვეობით.  ეს არ გამოიწვევს გარღვევასა და გაუმჯობესებას, მაგრამ მინიმუმ ის არ დაუშვებს უსაფრთხოების სრულ კოლაფსს არსებულ ცხელ წერტილებში. გარდა ამისა, თბილისი, აშკარად დაინტერესებულია ანკარისგან და ბაქოსგან ცალმხრივი ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირების საკითხში.

ახლო აღმოსავლეთის დესტაბილიზაცია ამიერკავკასიის ქვეყნებს აიძულებს უფრო პრაგმატულად მიუდგნენ მოსკოვის ქმედებებს და არ ჰქონდეთ მხოლოდ NATO-ს დახმარების იმედი. მითუმეტეს, რომ ყველა შემთხვევაში NATO მათ არ დახმარებია. სწორედ 2008 წლის აგვისტოს მოვლენები ამის დასტურია.  მიუხედავად არსებული კონფრონტაციისა, რუსეთი და დასავლეთი არ ჩქარობს სიტუაციის გამწვავებას ამიერკავკასიაში.

მოამზადა ლევან ლაგვილავამ
carnegie.ru (Сергей  Маркедонов)

Share