პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძრის ავიაციის მეშვეობით ჩაქრობა დაუშვებელია, – ამის შესახებ საფრანგეთის სამოქალაქო უსაფრთხოების სამმართველოში განაცხადეს.
უწყებაში აღნიშნეს, რომ ავიაციის მეშვეობით ხანძრის ჩაქრობა შენობის ჩამონგრევას გამოიწვევს. შეგახსენებთ, რომ ხანძრის შედეგად უკვე ჩამოინგრა ნოტრ-დამის შპილი და სახურავი.