Home » მსოფლიო » რატომ არ აზიანებს ნავთობზე ფასების შემცირება ბაზარს
რატომ არ აზიანებს ნავთობზე ფასების შემცირება ბაზარს

რატომ არ აზიანებს ნავთობზე ფასების შემცირება ბაზარს

ინვესტორები შესაძლოა მარტივად დაიბნენ იმასთან დაკავშირებით თუ რა გავლენა აქვს ნავთობზე ფასების ზრდას ეკონომიკაზე და ბაზარზე.

1970-იან წლებში ნავთობის ბაზარზე არსებული შოკი ცალსახად ცუდი იყო დასავლეთის ეკონომიკისთვის. მაშინ როდესაც ნავთობზე ფასები 2015 წლის მეორე ნახევარში დაეცა, ეს იყო დიდი ნიშანი მსოფლიო ეკონომიკისთვის და ზოგადად ბაზრისთვის. დღეს კი ნავთობზე ფასები ისევ მცირდება და სრულიად განსხვავებული სიტუაციის წინაშე დგას მსოფლიო და ბაზრებზე არსებობს კითხვა თუ რატომ ეცემა ისევ ნავთობზე ფასი. ინვესტორები შიშობდნენ, რომ ჩინეთის ეკონომიკის განვითარება შენელდა და სწორედ ამ ფაქტს უკავშირებდნენ ნავთობის ბაზარზე არსებულ ცვლილებებს.

ამჯერად კი საკითხი უკავშირდებოდა ნავთობის ჭარბ მიწოდებას. ნავთობის მწარმოებელი ქვეყნების კარტელი(OPEC) ცდილობს შეამციროს წარმოება, მაგრამ აღსანიშნავია რომ წარმოება მაისში მაინც გაიზარდა, რაც დაკავშირებულია დამატებით აქტივობებთან ლიბიას, ნიგერიასა და ერაყში. ნავთობის ამერიკელი მწარმოებლები, რომლებსაც ფინანსური პრობლემები ჰქონდათ 2015 წელს, როგორც ჩანს რეორგანიზაცია მოახდინეს და შეუძლიათ გაუმკლავდნენ ნავთობზე არსებულ შედარებით დაბალ ფასს. 2015 წელს ნავთობზე ფასების დაცემამ სწორედ, რომ ამერიკელი მწარმოებლების მიერ გამოშვებული ობლიგაციების დაბალ ფასში გაყიდვა გამოიწვია.

Deutsche Bank-ის ხელმძღვანელის, ჯიმ რეიდსის განცხადებით, ობლიგაციებზე არსებული საპროცენტო განაკვეთი 531 საბაზისო პუნქტით გაიზარდა. თუ იაფი საწვავი გამოწვეულია ჭარბი მიწოდებით, მაშინ ეს არის დასავლური მომხმარებლისთვის საგადასახადო შეღავათის ექვივალენტი. ეს ასევე დაკავშირებულია ინფლაციის დაბალ მაჩვენებელთან, რამაც შეიძლება ახსნას თუ რატომ დაეცა სახაზინო ობლიგაციების შემოსავალი. ნებისმიერი ფასი ეს არის ბალანსი მიწოდებასა და მოთხოვნას შორის და რთულია გადაჭრით თქვა, თუ რომელი წარმოადგენს დომინირებულ ძალას.

ჩინეთის ხელისუფლება მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას, ხოლო ფედერალური სარეზერვოს სისტემა კი საპროცენტო განაკვეთების ზრდას გეგმავს. ობლიგაციებიდან დაბალი შემოსავალი სუსტი ეკონომიკის ერთ-ერთი ინდიკატორია. ბაზარს კი შეუძლია მაინც გადაწყვიტოს, რომ ნავთობზე არსებული დაბალი ფასი ცუდის ნიშანია.

 

ლევან ლაგვილავა

economist.com

Share