Home » საზოგადოება » რას გულისხმობდა ეკონომიკის მართვის რუსული მოდელი – კითხვები, რომლებსაც გიორგი ქობულია არ პასუხობს

რას გულისხმობდა ეკონომიკის მართვის რუსული მოდელი – კითხვები, რომლებსაც გიორგი ქობულია არ პასუხობს

რამდენიმე დღის წინ „აიპრესმა” საქართველოში რუსული ენერგეტიკული ლობის შესახებ  ჟურნალისტური მოკვლევის პირველი ნაწილი გამოაქვეყნა.

მოკვლევაში ვრცელი ნაწილი ეთმობა ეკონომიკის ექსმინისტრის გიორგი ქობულიას დამოკიდებულებას საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტთან დაკავშირებით. კერძოდ, ქობულიას საჯარო განცხადებებიდან  გამომდინარე, იგი მიიჩნევდა, რომ ელექტროენერგიაზე ფასები მოლაპარაკებებით უნდა გადაწყდეს და ეს უნდა გვარდებოდეს სახელმწიფო კომპანიების მიერ.

ამასთან, წლების წინ, საქართველოს ეკონომიკის მინისტრობამდე პერიოდში, როდესაც იგი ავტორიტეტული საკონსულტაციო კომპანია  McKinsey-ის რუსეთის ოფისის პარტნიორს წარმოადგენდა, რუსული კომპანიების პოტენციალის შეფასებისას საჯაროდ აღნიშნავდა, რომ  რომ მათ განვითარების დიდი შანსი და სხვა ქვეყნებში ექსპანსიის ძალიან მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვთ. ექსმინისტრი წუხდა, რომ ამ შანსს რუსული კომპანიები კარგად ვერ იყენებენ: „ცუდია, რომ კომპანიების ხელმძღვანელები, ახალი შესაძლებლობების ძიების დროს, სულ უფრო ხშირად ასკდებიან კედელს, რომელსაც მანამდე ვერ ამჩნევდნენ“, – აღნიშნავდა ის.

ჟურნალისტური მოკვლევის ფარგლებში Ipress -მა გიორგი ქობულიას კონკრეტული კითხვებით მიმართა. ექსმინისტრმა  კითხვების წერილობით მიწოდება ითხოვა, თუმცა შინაარსის გაცნობის შემდეგ  განაცხადა, რომ ამ კითხვებზე სააგენტოს ვერ უპასუხებდა, მიუხედავად იმისა, რომ კითხვების დიდი ნაწილი სწორედ იმ თემატიკას ეხებოდა, რაზედაც  ახლო წარსულში ტელეკომპანია ფორმულასთან, გადაცემა “დროებაში” ვრცლად ისაუბრა.

გთავაზობთ გიორგი ქობულიასთან გადაგზავნილ კითხვებს, რომლებზე პასუხზეც მან უარი განაცხადა:

1.თქვენ ერთხელ ახსენეთ, რომ ელექტროენერგიაზე ფასები არა კონკურენციის გზით, არამედ მოლაპარაკებებით უნდა გადაწყდეს და ეს უნდა გვარდებოდეს სახელმწიფო კომპანიების მიერ. უფრო მეტიც, აღნიშნეთ, რომ თქვენი თანამდებობიდან წასვლა სწორედ ამ მოდელის „ვერ გატანას“ უკავშირდება. მაგალითისთვის, თუ შეგიძლიათ გვითხრათ, რომელ ქვეყნებს შორის ხდება ამ ტიპის გარიგებები და რომელ ევროპულ სახელმწიფოში ხორციელდება ელექტროენერგიის იმპორტი არა კერძო, არამედ სახელმწიფო კომპანიებით?

  1. თქვენ ასევე ახსენეთ საქართველოში ელექტროენერგიის შემომტანი შუამავალი კომპანიები. თუ შეგიძლიათ დაგვიზუსტოთ, რომელი ქვეყნიდან არიან შუამავალი კომპანიები და რომელი ქვეყნიდან -იმპორტიორი?

3.თქვენი მინისტრობის დროს რას ეფუძნებოდა თქვენი თქვენი კონკრეტული პრეტენზიები ელექტროენერგიის ტარიფებთან დაკავშირებით და იყო თუ არა საკონტრაქტო ფასები კონკურენტული?

  1. ერთ-ერთ ინტერვიუში თქვენ საუბრობთ, რომ რუსეთიდან იმპორტირებული ელექტრო ენერგია აზერბაიჯანიდან იმპორტირებულზე იაფია. იყო თუ არა თქვენი მინისტრობის პერიოდში ისეთი ფაქტი, როდესაც აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტი უფრო ძვირი ღირდა, ვიდრე რუსული და ესკომ მაინც აზერბაიჯანიდან განახორციელა შესყიდვა?
  2. ანალიტიკურ სტატიაში, რომელიც „მაკენზის“ ოფიციალურ ვებ გვერდზეა განთავსებული, თქვენ რუსულ კომპანიებს უწუნებთ პასიურობას ტრადიციულ ბაზრებზე. ეკონომიკის მინისტრობის პერიოდში თუ გქონდათ მათთან კომუნიკაცია და რამდენად გაითვალისწინეს მათ თქვენი რეკომენდაციები?

წყარო: ipress.ge

Share