Home » მსოფლიო » რამდენს ხარჯავენ ქვეყნები კვლევა-განვითარებაზე

რამდენს ხარჯავენ ქვეყნები კვლევა-განვითარებაზე

რამდენს ხარჯავენ ქვეყნები კვლევა-განვითარებაზე ❓

კვლევა-განვითარებაში (R&D) ჩადებული ინვესტიცია როგორც წესი მიმართულია ინოვაციების, ახალი პროდუქტების შექმნის, არსებული ცოდნის გაღრმავებისა და პროდუქტიულობის გასაზრდელად, აღნიშნული ასევე უწყობს ხელს კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და გრძელვადიან პერიოდში ამონაგების ზრდას.

კვლევა-განვითარებაზე გაწეული დანახარჯები მაკრო დონეზე ხელს უწყობს რესურსების ოპტიმალურ ხარჯვას, პროდუქტიულობისა და კონკურენტუნარიანობის ზრდას და ტექნოლოგიურ პროგრესს, შესაბამისად, აჩქარებს პოტენციურ ეკონომიკურ ზრდას.

მსოფლიო ბანკის განვითარების ინდიკატორებს (World Development Indicators) შორის ერთ-ერთია კვლევა-განვითარებაზე გაწეული დანახარჯები მშპ-სთან მიმართებით, რაც მოიცავს ყველა რეზიდენტი კომპანიის, კვლევითი ინსტიტუტის, უნივერსიტეტისა და სახელმწიფოს მიერ R&D-ზე გაწეულ მთლიან დანახარჯებს.

მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით კვლევა-განვითარებაზე გაწეული დანახარჯების მიხედვით ლიდერობს ისრაელი 🇮🇱 (4.95%), სამხრეთ კორეა 🇰🇷 (4.81%), შვედეთი 🇸🇪 (3.34%), იაპონია 🇯🇵 (3.26%) და ავსტრია 🇦🇹 (3.17%).

ევროკავშირის ქვეყნები საშუალოდ მთლიანი შიდა პროდუქტის 2.18%-ს ხარჯავენ კვლევა-განვითარებაზე, OECD-ის წევრი ქვეყნები – საშუალოდ 2.58%-ს, ხოლო, ევროპისა და ცენტრალურ აზიის ქვეყნები – საშუალოდ 1.98%-ს.

რაც შეეხება საქართველოს, კვლევა-განვითარებაზე (R&D) გაწეული დანახარჯები საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 0.3%-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან შედარებით დაბალია, თუმცა აჭარბებს რეგიონის ქვეყნების – სომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვასა და ცენტრალური აზიის ქვეყნების შესაბამის მაჩვენებელს.

წყარო: ეკონომიკური პოლიტიკის ანალიზის ცენტრი

Share