Home » ახალი ამბები » რამდენიმე დღის წინ დედა გარდაეცვალა, ხელებში ჩააკვდა – ახალი დეტალები მამაკაცზე, რომელსაც რიონში ეძებენ

რამდენიმე დღის წინ დედა გარდაეცვალა, ხელებში ჩააკვდა – ახალი დეტალები მამაკაცზე, რომელსაც რიონში ეძებენ

მამაკაცს, რომელსაც მდინარე რიონში ეძებენ, სავარაუდოდ, დეპრესია ჰქონდა – შემთხვევამდე მასთან ერთად მყოფები ამბობენ, რომ რამდენიმე დღის წინ მას დედა გარდაეცვალა. თვითმხილველები არც სუიციდს გამორიცხავენ.

შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა – ახალგაზრდა კაცი მდინარეში გადახტა და გაუჩინარდა. თვითმხილველების თქმით, ის ნასვამი იყო.

ასევე, თვითმხილველები ამბობენ, რომ მამაკაცი თბილისიდან იყო და ის ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს ორი დღის წინ შეუერთდა.

წყალში გადახტომამდე ცოტა ხნით ადრე მამაკაცი სხვებთან ერთად ვახშმობდა, რის შემდეგაც გარეთ გავიდა,  მასთან ერთად მყოფს ტელეფონი მიაწოდა და წყალში შევიდა. მისი შეჩერება ვერ შეძლეს.

ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.

Share