Home » საზოგადოება » “რაც უფრო ძლიერია საქართველო, მით უფრო ძლიერია დასავლეთი, აშშ”
“რაც უფრო ძლიერია საქართველო, მით უფრო ძლიერია დასავლეთი, აშშ”

“რაც უფრო ძლიერია საქართველო, მით უფრო ძლიერია დასავლეთი, აშშ”

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ვეს მიტჩელის განცხადებით, საქართველოს ცივილიზაციისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საზღვარი უჭირავს.

„თქვენ ცივილიზაციისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საზღვარი გიჭირავთ. მე მინდა თქვენი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას სიტყვები მოვიშველიო „მე ვარ ქართველი, და მაშასადამე, ვარ ევროპელი”. ეს სიტყვები ყველასთვის შთაგონებაა”,- განაცხადა ვეს მიტჩელმა.

ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს მთავრობას და პარლამენტს მოუწოდებს, მართლმსაჯულების სისტემა და სასამართლოს დამოუკიდებლობა გააძლიერონ.

მისივე თქმით, მოსაწონია საქართველოს მთავრობის მიერ ეკონომიკის განვითარებისკენ გადადგმულ ნაბიჯები.

მისივე განცხადებით, აშშ მხარს უჭერთ საქართველოს ვალდებულებას, რომ ძლიერი სამხედრო ბაზა და სისტემა ჩამოაყალიბოს.

„საქართველოს მთავრობა თავდაცვის სისტემის გაძლიერებისთვის მუშაობს და ამერიკის შეიარაღებულ ძალებთან მჭიდროდ თანამშრომლობს. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ვალდებულებას, რომ ძლიერი სამხედრო ბაზა და სისტემა ჩამოაყალიბოს. ეს არა მხოლოდ საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობებისთვისაა ძალიან მნიშვნელოვანი, არამედ გლობალური უსაფრთხოებისთვის”, – აღნიშნა მიტჩელმა.

წყარო: resonancedaily.com

Share