Home » მსოფლიო » რა ვიცით დღეისთვის Oxford / AstraZeneca-ს ვაქცინაზე

რა ვიცით დღეისთვის Oxford / AstraZeneca-ს ვაქცინაზე

Oxford / AstraZeneca-ს ვაქცინის დანერგვას ევროპაში გარკვეული პრობლემები ახლდა თან.

თავდაპირველად მიწოდების შეფერხებას მოჰყვა უსიამოვნებები. შემდეგ კი არა მხოლოდ სოციალურ ქსელებში, არამედ გერმანიის მასმედიაშიც, აგრეთვე – საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონის მიერ გავრცელდა დეზინფორმაცია მოხუცებში ვაქცინით გამოწვეული გართულებების შესახებ, რამაც შეაშინა ადამიანები და არჩიეს, დალოდებოდნენ ახალ ვაქცინას.

კი ევროპის 10-მა ქევყანამ შეაჩერა ვაქცინის გამოყენება იმ მიზეზით, რომ თითქოს ვაცინაცია იწვევს სისხლის შედედების გააქტიურებას – ეს მოსაზრება ჯანდაცვის ექსპერტთა დიდ უმრავლესობას უსაფუძვლოდ მიაჩნია.

გასულ კვირას ავსტრიამ, იტალიამ, ესტონეთმა, ლიეტუვამ, ლუქსემბურგმა და ლატვიამ შეაჩერეს AstraZeneca-ს ვაქცინის გარკვეული პარტიის გამოყენება მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ვაქცინირებულ ადამიანებში კოაგულაციის ზრდის გამო ვენური თრომბოზის განვითარების და გარდაცვალების რამდენიმე შემთხვევის შესახებ.

ჩატარებული კვლევებით ვერ იქნა დადასტურებული, რომ თრომბოზის განვითარება ვაქცინაციას უკავშირდებოდა.

ამის შემდეგ დანიამ განაცხადა, რომ წყვეტს AstraZeneca-თი მოსახლეობის ვაქცინაციას სულ მცირე შეკითხვა ექიმს

– ანალიზმა (ყელიდან, ცხვირიდან, პირის ღრუდან)  აჩვენა შემდეგი: უხვი ზრდით სტრეპტოკოკუს, ენტეროკოკუს ზომიერი ზრდით, ზომიერი ზრდით კოლი, უმნიშვნელო ზრდით სტაფიოლოკოკუს. (ალბათ ინფეკციონისტთან ვარ მისასვლელი). ეს რა დონის დაავადება (დარღვევაა), თუ შეიძლება სხვაგანაც იყოს გავრცელებული?…

2 კვირის განმავლობაში. მას მიბაძეს ბულგარეთმა, ნორვეგიამ და ისლანდიამ.

სამედიცინო კვლევებმა აჩვენა, რომ AstraZeneca-ს ვაქცინა ორჯერადი ვაქცინაციის შემდეგ აცრილებს კოვიდ-ინფექციის მძიმე მიმდინარეობისგან შემთხვევათა 82%-ში იცავს. ვაქცინას აქვს ტრანსპორტირების და შენახვის ხელსაყრელი პირობები და სასიკვდილო პანდემიის დროს, როცა თითოეული დოზა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ვაქცინის გამოყენებაზე უარის თქმა სერიოზული გადაწყვეტილებაა.

და არის თუ არა ეს სწორი გადაწყვეტილება?

რატომ ეშინიათ ევროპის ქვეყნებს AstraZeneca-ს ინექციის?

ევროპის სამკურნალო საშუალებათა სააგენტოს ფარმაკოლოგიური ზედამხედველობის რისკების კომიტეტის განცხადებით, თრომბოემბოლიის შემთხვევები აცრილ კონტიგენტში არ აღემატება მათ რიცხვს ზოგადად მოსახლეობაში – მთლიანად.

9 მარტის მონაცემებით, თრომბოემბოლიის განვითარების შემთხვევების რაოდენობა იყო სულ 22 – AstraZeneca-თი ვაქცინირებულ 3 მილიონ ადამიანში.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ასევე ირწმუნება, რომ ვაქცინა უსაფრთხოა და რომ არ არის დადგენილი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი აცრასა და გამოვლენილ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს შორის.

ევროპის სამკურნალო საშუალებათა სააგენტოს ფარმაკოლოგიური ზედამხედველობის რისკების კომიტეტის მონაცემებით, ABV5300 პარტიაში AstraZeneca-ს ვაქცინის 1 მილიონი დოზა იყო (ეს ის პარტიაა, რომლის გამოყენებაც შეაჩერეს ავსტრიამ, იტალიამ, ესტონეთმა, ლიეტუვამ, ლუქსემბურგმა და ლატვიამ სისხლის შედედების ზრდასთან მისი შესაძლო კავშირის გამო).

კომიტეტი შეისწავლის ვაქცინის აღნიშნულ პარტიას. თუმცა მის განცხადებაში აღნიშნულია, რომ არ არსებობს არავითარი ნიშანი იმისა, რომ ვაქცინამ გამოიწვია გვერდითი რეაქციები და რომ ამ პარტიის ხარისხში შეიძლება ეჭვი შევიტანოთ, ამისთვის ამ ეტაპზე არ გვაქვს სარწმუნო მონაცემები.

AstraZeneca-ს წარმომადგენელმა პრესისთვის გაკეთებულ განცხადებაში თქვა:

“ვაქცინის უსაფრთხოების შესახებ ჩვენი მონაცემების ანალიზი 10 მილიონამდე ჩანაწერისგან შედგება და აქ არ ჩანს რაიმე მტკიცებულება AstraZeneca-ს ვაქცინით ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიისა და ღრმა ვენების თრომბოზის გამოწვევის შესახებ. ამ პათოლოგიათა გამოვლენის სიხშირე ვაქცინირებულებში, ფაქტობრივად, გაცილებით ნაკლებია, ვიდრე მათი სიხშირე ზოგადად მოსახლეობაში”.

მედიცინის არაერთი ექსპერტი აღნიშნავს, რომ ევროპის ქვეყნების რეაქცია შესაძლოა მეტისმეტად ხისტი აღმოჩნდეს: თუ გავითვალისწინებთ, რომ Covid-19 იწვევს სისხლის შედედებასთან დაკავშირებულ პრობლემებს, შესაძლოა ეს გვერდითი ეფექტები თავად დაავადებას უკავშირდებოდეს და არა ვაქცინას.

“გონივრული მიდგომაა – ჩატარდეს კვლევა” – მიიჩნევს ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლის ფარმაკოეპიდემიოლოგიის პროფესორი სტივენ ევანსი – “მაგრამ ვინაიდან ჩვენ დიდი სიზუსტით ვიცით, რომ ვაქცინა იცავს Covid-19-სგან და თითქმის სრულიად არ ვართ  დარწმუნებულები, რომ ვაქცინა გამოიწვევდა ამ პრობლემებს, რისკისა და სარგებლის ბალანსი ვაქცინის მხარესაა – ეს ჩემი შეხედულებაა”.

დიდ ბრიტანეთში, სადაც უკვე 11 მილიონი დოზა გაკეთდა, ინფექციის გავრცელება დღითიდღე მკვეთრად მცირდება. ხელისუფლება აცხადებს, რომ გვერდითი ეფექტების რაოდენობა შეესაბამება მოსალოდნელს – მთელი მოსახლეობისათვის. “ადამიანებმა მაინც უნდა ჩაიტარონ ვაცქინაცია კოვიდ-19-ის წინააღმდეგ” – განაცხადა ვაქცინაციის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ფილიპ ბრაიანმა.

წყარო: mkurnali.ge

Share