Home » ბიზნესი » რა უნდა გაითვალისწინონ დამწყებმა ბიზნესებმა?

რა უნდა გაითვალისწინონ დამწყებმა ბიზნესებმა?

ამის ზუსტი რეცეპტი ცხადია, არ არსებობს. 21-ე საუკუნეში უამრავი მაგალითი გვაქვს იმის დასამტკიცებლად, რომ გარკვეული წესებისა თუ სტერეოტიპების მიხედვით გადაწყვეტილებების მიღება 100%-ით წარმატებას არ მოიტანს. ხშირად ანტრეპრენერები მიზანს თავდაჯარებულობის, სიმტკიცისა და იდეისადმი რწმენის დახმარებით აღწევენ.

მიუხედავად ამისა, შეგვიძლია გავეცნოთ მსოფლიოში დაგროვილ უდიდეს გამოცდილებას, რომელიც გარკვეული მაგალითების ანალიზის შედეგია. ქვემოთ მოცემული რჩევებიც სწორედ ზოგად სურათზე დაკვირვების შემდეგ შეიმუშავა BizhackAcademy-მ, რომელიც აშშ-ში არსებული საკონსულტაციო კომპანიაა და მცირე და საშუალო ბიზნესს განვითარებაში ეხმარება. მას ისეთ კომპანიებთან მუშაობის გამოცდილებაც აქვს, როგორიცაა Amazon, Chevron, Humana, ExxonMobil და ა.შ.

პირველი რაც დამწყებმა ბიზნესებმა უნდა გაითვალისწინონ, ეს თანამედროვე ტექნოლოგიებთან მარტივი ადაპტაციაა. პანდემიის დროს განსაკუთრებით პოპულარული და საჭირო გახდა Zoom და მიტანის სერვისი. უამრავი ბიზნესისთვის ონლაინ შეხვედრები ან მიტანის სერვისის დანერგვა დიდი გამოწვევა აღმოჩნდა და ამან პრობლემებიც გამოიწვია. არავინ იცის მომავალში რა ტიპის კრიზისის გადალახვა მოგვიწევს, სწორედ ამიტომ აუცილებელია ნებისმიერი ზომის ორგანიზაცია თავიდანვე მოერგოს თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ტრენდებს. Bizhack-ის ანალიტიკოსები გვეუბნებიან, რომ მცირე ბიზნესებისთვის გაციფრულება და დიჯიტალიზაცია ასეთი რელევანტური არასდროს ყოფილა.

“კრიზისის დროს არათუ ტექ.კომპანიებს, რესტორნებსაც კი დასჭირდათ Data-ს მნიშვნელობის გააზრება. ადამიანები მთლიანად სმარტფონებს მიეჯაჭვნენ და მთელმა ბიზნეს პროცესებმა იქ გადაინაცვლა. აუცილებელი გახდა ინფორმაციის გაანალიზება, რათა ხარჯების სწორი განაწილება მომხდარიყო” – ამბობს ერთ-ერთი ექსპერტი გუსტავო გრანდე. ამჟამად აშშ-ში მცირე ბიზნესი აქტიურად ატრენინგებს საკუთარ პერსონალს ისეთი ტექნოლოგიების ათვისებაში, რომელიც პანდემიამდე ნაკლებ პრიორიტეტულად ითვლებოდა. ახალი ხელსაწყოები ბიზნესს კრიზისის მსუბუქად გადალახვაში და მასშტაბის გაზრდაში დაეხმარება.

მეორე რჩევა, რომლის გათვალისწინებასაც Bizhack-ის წარმომადგენლები მცირე ბიზნეს ურჩევს, ირგვლივ ძლიერი კომუნის შექმნაა.

“ერთმანეთთან ხშირმა კომუნიკაციამ მცირე ბიზნესებს კრიზისის გადასალახად სერიოზული ბიძგი მისცა. ახლა როგორც არასდროს, აუცილებელია ავთენტური და სწორი ურთიერთობების დამყარება სხვადასხვა ბიზნესთან“ – ნათქვამია სტატიაში.

მესამე მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც ფართო სურათის დანახვისთვის აუცილებელია, ესაა სწორი სტრატეგია, რომელიც კრიზისულ პერიოდში ერთგვარ კომპასის ფუნქციას შეასრულებს.21-ე საუკუნეში პანდემიის გარეშეც უამრავი რამ იცვლება, ამიტომ აუცილებელია ორგანიზაციამ დასაწყისშივე ჩამოაყალიბოს საკუთარი მიზნები და სტრატეგია, რომლის ერთგულიც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დარჩება.

ბრაიან ვან ჰუკი, რომელიც ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხელმძღვანელია ამბობს, რომ კრიზისის პერიოდში მცირე ბიზნესებს სამი მიმართულებით დასჭირდათ განსაკუთრებული დახმარება, ესენია: ადამიანური რესურსების მართვა, მარკეტინგი და წვდომა ფინანსებთან.

მისი თქმით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ სამი მიმართულების გაფიცრულება და ავტომაციზაცია.

მიუხედავად იმისა, რომ 21-ე საუკუნეში ბაზარზე უამრავი აქსელერატორი თუ ენჯელ ინვესტორია, მცირე ბიზნესებმა მათთან მყისიერი კონტაქტის დამყარება ვერ შეძლეს და შედეგად ფინანსური სახსრების მოძიების პრობლემა გაუჩნდათ. Bizhack-ის მიხედვით, არაერთ მცირე ბიზნესსარ ეყო საკმარისი ცოდნა და გამოცდილება, რათა თუნდაც სამთავრობო დახმარების მისაღებად შესაბამისი დოკუმენტაცია შეევსოთ.
რომ შევაჯამოთ, დამწყები მცირე ბიზნესებისთვის მთავარი მაინც განვითარებაზე და ტექნოლოგიების ათვისებაზე ორიენტირებაა. აუცილებელია არ დაელოდო კრიზისს და მხოლოდ ამის შემდეგ არ გადაწყვიტო მოქმედება.

„პირველი, რაც ბიზნესმა უნდა გააკეთოს, ესაა ყველაზე ცუდი სცენარის გათვალისწინება. მას შემდეგ რაც იცი ე.წ Worst-casescenario, მაშინვე წყვეტ ფიქრს და ნერვიულობას ყველაფერზე, ხდები კონცენტრირებული და მაქსიმალურად ცდილობ მიზნების მიღწევას.“ ამბობს მაიკლ სელინჯერი, რომელიც Miami Bayside Foundation-ის ხელმძღვანელია.

თუკი უკვე გაქვს იდეა და გინდა საკუთარი ბიზნესი დაიწყო, საქართველოს ბანკის ახალი შეთავაზება დაგაინტერესებს. მეტი ინფორმაციისთვის გადადი ბმულზე: https://bit.ly/3F5kZt7

Share