Home » ფინანსები » რა უჯდება სახელმწიფოს ყოფილი თანამდებობის პირების შენახვა
რა უჯდება სახელმწიფოს ყოფილი თანამდებობის პირების შენახვა

რა უჯდება სახელმწიფოს ყოფილი თანამდებობის პირების შენახვა

საზოგადოების მხრიდან ხშირად ისმის კრიტიკა მაღალი თანამდებობის პირთა ანაზღაურების შესახებ. მედიასაშუალებებშიც ხშირად გავრცელებულა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რომელ მინისტრს ან პარლამენტარს რამდენი აქვთ ანაზღაურება, დანამატი და ა.შ.

AMBEBI.GE იმის გარკვევას შეეცადა, თუ რა უჯდება სახელმწიფოს უკვე ყოფილი თანამდებობის პირთა შენახვა. ამ შემთხვევაში ყოფილი პარლამენტარების, პრემიერ-მინისტრებისა და პრეზიდენტების ანაზღაურებით დავინტერესდით.

როგორც იურისტმა ლევან ალაფიშვილმა გვითხრა, ყოფილი პრეზიდენტები არ იღებენ ფულად დახმარებას, მათ მხოლოდ პირადი დაცვა უნარჩუნდებათ, ხოლო პრეზიდენტის ოჯახი იმ შემთხვევაში იღებს დახმარებას, თუ ეს უკანასკნელი გარდაცვლილია ან ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და ოჯახის რჩენა არ შეუძლია.

“ყოფილი პრეზიდენტი, თუ ის არის ცოცხალი, ჯანმრთელი და შეუძლია მუშაობა, არანაირ დახმარებას არ იღებს სახელმწიფოსგან, მაგრამ თუ არის გარდაცვლილი ან ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს ცუდი, მისი ოჯახი სახელმწიფოსგან იღებს დახმარებას”, – ამბობს ლევან ალაფიშვილი.

“სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” მთავრობის დადგენილების თანახმად, პრემიერ-მინისტრსაც და პრეზიდენტსაც თანამდებობის დატოვების შემდეგ პირადი დაცვა უნარჩუნდებათ სიცოცხლის ბოლომდე. დაცვით უზრუნველყოფილნი არიან მათი ოჯახის წევრებიც.

რაც შეეხება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის

თანამშრომელთა ანაზღაურებას, ზემოთაღნიშნული დადგენილების მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის დაცვის მთავარი სამმართველოს უფროსისისა და უფროსის მოადგილის ანაზღაურება 2500 ლარია, ცვლის უფროსი იღებს 2000 ლარს, დაცვის უფროსი ოფიცერის ანაზღაურება 1800 ლარია, ხოლო დაცვის ოფიცერის 1600 ლარი. პრეზიდენტის პირადი დაცვის დეპარტამენტის უფროსის ანაზღაურება 2400 ლარს შეადგენს, დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა კი 2100 ლარს. პრემიერ-მინისტრის დაცვის უფროსი ოფიცრის ანაზღაურება 1500 ლარია, ხოლო დაცვის ოფიცრის 1300 ლარი.

რაც შეეხება ყოფილ პარლამენტარებს, როგორც პარლამენტში გვითხრეს, ყოფილ დეპუტატებს ენიშნებათ სახელმწიფო კომპენსაცია, ანუ ყველასათვის ცნობილი პენსია და აკადემიური სტიპენდია.

“პარლამენტის წევრს ენიშნება კომპენსაცია, ანუ ის, რასაც ჩვენ პენსიას ვეძახით. ეს ენიშნებათ ჩვეულებრივ 65 წლის, ანუ საპენსიო ასაკში. საპენსიო თანხა შეადგენს არაუმეტეს 560 ლარს. გარდა ამისა, არის მეორე შემთხვევა, როცა ყოფილი დეპუტატი იყო პარლამენტის წევრი და აქვს 25-წლიანი სტაჟი, როცა ასეთი შემთხვევებია, აუცილებელი არ არის ის ადამიანი იყოს 65 წლის, შეიძლება იყოს უფრო ახალგაზრდაც. ამ შემთხვევაშიც იგივე თანხა ინიშნება, ანუ 560 ლარი, ამ ოდენობაზე მაღალი არ ენიშნებათ არცერთ შემთხვევაში”, – განაცხადეს პარლამენტის პრესსამსახურში.

Ambebi.ge

[wpolling id=”11″ width=”” height=””]

Share