Home » მსოფლიო » რა თანხას იღებენ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ოლიმპიური ოქროსა და სხვა სინჯის მედლებისთვის

რა თანხას იღებენ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ოლიმპიური ოქროსა და სხვა სინჯის მედლებისთვის

ტოკიოს ოლიმპიადამ სტარტი იაპონიაში 23 ივლისს აიღო.  სულ ოლიმპიადაზე 205 ქვეყნის 11 ათასი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. იაპონიაში სულ 35 ქართველმა მოიპოვა იასპარეზობის უფლება.

ტოკიოს ოლიმპიადაზე იასპარეზებს 9 ძიუდოისტი (7 ვაჟი, 2 ქალი); 7 მოჭიდავე (3 თავისუფალი სტილის, 4 – ბერძნულ-რომაული); 5 მძლეოსანი; 4 ძალოსანი; 3 მოკრივე, 2 მოცურავე, თითო მსროლელი, მოფარიკავე, კარატისტი, ჩოგბურთელი და ტანმოვარჯიშე.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური ჩემპიონი ერთ მილიონ ლარს მიიღებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ტოკიოს ოლიმპიურ და პარალიმპიურ თამაშებზე გაცილების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“გიყურებთ რა თქვენ, ვრწმუნდები, რომ ჩვენ ვართ მართლაც ჩემპიონების ერი, ვართ პატარა ერი, მაგრამ გყვავს ამდენი ნიჭიერი, სასახელო სპორტსმენი. ეს არის დიდი წყალობა ერთ მხრივ და მეორე მხრივ, მთელი ერი შემოგცქერით თქვენ. მჯერა, თქვენ გამოხვალთ ჩვენი დროშის ქვეშ, ბევრჯერ მოვისმენთ საქართველოს ჰიმნს, ამაში ვარ დარწმუნებული. მინდა, გისურვოთ ყველას გამარჯვება, წარმატებები და ბოლოს მინდა, გაცნობოთ გადაწყვეტილების შესახებ, მთავრობის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური ჩემპიონი მიიღებს ერთ მილიონ ლარს”, – მიმართა სპორტსმენებს პრემიერმა.

საინტერესოა, თუ რა თანხას გამოიმუშავებენ სხვა ქვეყნის წარმომადგენლები იმ შემთხვავში თუ გახდებიან ოლიმპიური ჩემპიონები. 

sportskeeda.com-ის მონაცემებით, ყველაზე დიდი საპრიზო ფონდი ოლიმპიური ჩემპიონისთვის სინგაპურს აქვს დაწესებული, 1 მილიონი დოლარის სახით. ვერცხლის მედალოსანი სინგაპურელი 500 000 დოლარის მფლობელი გახდება, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორი კი 250 000 დოლარს მიიღებს.

მეორე პოზიციაზე დაწესებული ფულადი ჯილდოს მიხედვით ინდონეზიაა. ოლიმპიური ჩემპიონობის შემთხვევაში, ინდონეზიელი, რომელიც ოლიმპიურ ოქროს მოიპოვებს, 746 000 დოლარს მიიღებს, ვერცხლის შემთხვევაში 378 000 დოლარს, ხოლო ბრინჯაოს შემთხვევაში კი 188 000 დოლარს.

ჩვენი მეზობელი ქვეყნის, აზერბიაჯანის წარმომადგენელი, ოქროს მედლის მოპოვების შემთხვევაში 248 000 მიიღებს, ვერცხლის შემთხვევაში 150 000 დოლარს, ხოლო ბრინჯაოს შემთხვევაში კი 75 000 დოლარს.

რაც შეეხება ამერიკელებს, ჩემპიონობის შემთხვევაში გამარჯვებული სპორტსმენი 37 000 დოლარს მიიღებს, მეორე ადგილოსანი 22 500 დოალრს, ხოლო ბრინჯაოს მედლის მფლობელი კი 15 000 დოლარს.

რუსეთი ოლიმპიური ოქროს მფლობელისათვის 61 000 დოლარს გასცემს, ვერცხლის მედალოსნების 38 000 დოლარს, ხოლო ბრინჯაოს მედალოსნისთვის კი 26 000 დოლარია დაწესებული.

გრაფიკზე გამოსახულია რიგი ქვეყნები, სადაც ჩანს, თუ რამდენი დოლარი აქვთ დაწესებული მათ კონკრეტული ოლიმპიური მედლისთვის.

სანდრო პირველი

Share