Home » ფინანსები » რა შემოსავალი მიიღეს ბანკებმა 2020 წელს ჯარიმებიდან და საურავებიდან

რა შემოსავალი მიიღეს ბანკებმა 2020 წელს ჯარიმებიდან და საურავებიდან

2020 წელს კომერციულ ბანკებს კლიენტებისთვის მიცემული სესხების მიხედვით საურავებიდან და ჯარიმებიდან მიღებული შემოსავალი თითქმის გაუნახევრდათ. ბანკების ანგარიშგებების მიხედვით, გასულ წელს ამ შემოსავალმა 50 მილიონ 578 ათას 206 ლარი შეადგინა, ეს კი 34 მილიონ 300 ათასით ნაკლებია წინა წელთან შედარებით. კერძოდ, 2019 წელს ამ მუხლიდან ბანკების შემოსავალი 84 მილიონ 942 ათას 700 ლარს შეადგენდა.

როგორც კომერციული ბანკების 2020 წლის ანგარიშგებაში ვკითხულობთ, ჯარიმებიდან ყველაზე მეტი – 15 მილიონ 700 ათასი ლარის შემოსავალი „თიბისი ბანკმა“ მიიღო. ექვსეულში არიან „საქართველოს ბანკი“, „ქართუ ბანკი“, „ლიბერთი ბანკი“, „ბაზის ბანკი“ და „კრედო ბანკი“. „ვითიბის“ და „იშ ბანკის საქართველოს“ ამ მუხლით შემოსავალი არ უფიქსირდებათ, და „სილქროუდ ბანკი“ კი ზარალზე გავიდა.

ცნობისთვის, საქართველოს ბაზარზე საანგარიშო პერიოდში 15 კომერციული ბანკი ოპერირებდა.

Share