Home » ბიზნესი » რა შედეგს მოიტანს მოგების გადასახადის „ესტონური მოდელის“ ბანკებზე გავრცელება

რა შედეგს მოიტანს მოგების გადასახადის „ესტონური მოდელის“ ბანკებზე გავრცელება

ბანკებზე მოგების გადასახადის ე.წ „ესტონური მოდელი“ გავრცელება ლარიზაციის კუთხით დიდი ნაბიჯი იქნება, – აცხადებს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი.

ალექსანდრე ძნელაძე იმედოვნებს, რომ „ესტონური მოდელის“ საფინანსო სექტორზე გავრცელება არ გადავადდება და ის ძალაში 2023 წლიდან შევა.

„აღნიშნული მოგების ისევ საფინანსო სექტორში აკუმულირება ფაქტობრივად აძლევს საბანკო სექტორს საშუალებას დაახლოებით 7-8-ჯერ მეტი გრძელვადიანი ლარი მოიზიდოს, ეს ლარიზაციის მიმართულებითაც დიდი ნაბიჯი იქნება და შესაძლებელს გახდის უფრო მეტი ლარი, იაფი რესურსი, აკუმულიდრეს სისტემაში“, – განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.

ის, რომ საფინანსო სექტორზე „ესტონური მოდელის“ გავრცელება შესაძლოა გადავადეს მთავრობაში არ გამორიცხავენ, მიზეზი პანდემიის ფონზე ბიუჯეტში სახსრების აკუმულირებაა.

აღსანიშნავია, რომ პოსტპანდემიური 2021 წელი ბანკებისთვის ყველაზე მომგებიანი აღმოჩნდა. ბანკების ჯამურმა მოგებამ 2 მილიარდ ლარს გადააჭარბა.

მაღალ მომგებიანობაზე გავლენა 2020 წელს პანდემიის გამო დარეზერვებული თანხების ნაწილის ბრუნვაში გაშვებამ იქონია. ჯამში საბანკო სექტორმა დარეზერვებული თანხიდან 280 მლნ ლარი უკან დაიბრუნა.

მოგებიდან 256 მლნ ლარს საბანკო სექტორი მოგების გადასახადის სახით გადაიხდის.

business-partner.ge

Share