Home » ბიზნესი » რა სახის რეგულაციები დაუწესდებათ ავტოიმპორტიორებს
რა სახის რეგულაციები დაუწესდებათ ავტოიმპორტიორებს

რა სახის რეგულაციები დაუწესდებათ ავტოიმპორტიორებს

“ავტომობილებას, რომელთა ტრანსპორტირებაც დაწყებულია, განბაჟდებიან ძველი სატარიფო სისტემით”

მთავრობამ ავტოიმპორტიორებს ახალ რეგულაციებს დაუწესებს. რეგულიციის მიხედვით აქციზის გადასახადი გაიზრდება, შესაბამისად ავტომობილების განბაჟებაც გაძვირდება. დაანონსებული სიახლე ყველა ავტომობილზე არ გავრცელდება. ავტო მფლობელთა ნაწილს ქონების გადასახადის გადახდაც მოუწევს. არსებული გეგმით მთავრობა ბიუჯეტში თანხების მობილიზებას და გარემოზე ზრუნვას ცდილობს. რა გავნელას იქონიებს ეს საავტომობილო ბაზარზე და კონკრეტულად რომელ ავტომობილებს შეეხება აღნიშნული ცვილილება თემაზე კავკასიის ბიზნეს ჯგუფის თავმჯდომარე,  გიორგი სურგულაძე საუბრობს.

– როგორ ფიქრობთ, დაგეგმილი ცვლილებები გარემოზე ზრუნვით უფრო არის განპირობებული თუ ბიუჯეტის შესავსებად?

– როგორც წესი გადასახადების ზრდა არ არის პოპულალური ნაბიჯი და ეს არ აღიქმება დადებით მოვლენად. თუმცა, თუ ამას ჩავუღრმავდებით და გამადიდებელ შუშაში ჩავხედავთ მეორადი ავტომობილების ბაზარზე არსებულ პრობლემას, ეს ნაბიჯი ნამდვილად დროული და გამართლებული იყო. ამ ეტაპზე საქართველოში 1 300 000 ავტომობილი მოძრაობს. აქედან 400 000-მდე მარჯვენა საჭიანი ავტომობილია, რომლებიც არანაირ სტანდარტს არ აკმაყოფილებს გამონაბოლქვის თვალსაზრისით და ქვეყანა უკვე კაზუსურ სიტუაციაში შედის, სადაც მარცხენა საჭიანი მოძრაობაა და ავტომობილების თითქმის ნახევარი მარჯვენა საჭიანია. ეს რეგულაცია დროული და ძალიან აუცილებელი იყო.

– პრემიერის განცხადებით აღნიშნული ცვლილების შემდეგ იმპორტი 25%-ით შემცირდება. როგორ შეიძლება აისახოს ერთის მხრივ იმპორტის შემცირება და მეორეს მხრივ აქციზის ფასის ზრდა ავტომანქანების ფასზე და ზოგადად აღნიშულ ბიზნესში დასაქმებულ ადამიანებსა და კომპანიებზე?

– მართალია მეორადი ავტომობილების იმპორტი შემცირდება, თუმცა ძირითადად ეს შეეხება ძველ მოდელებს, ძველი წლოვანების მანქანებს. ბიზნესი მოერგება ამას ადვილად და არამგონია რაიმე კატასტროფა მოყვეს ამას. ჩვენც, მაგალითად, გვინდა წავახალისოთ ჰიბრიდული ავტომობილების შემოყვანა ქვეყანაში და ვფიქრობ, ასევე მოერგება სხვა ბიზნესები სხვა სფეროში.

– რომელი ავტომობილი ჩაითვლება აღნიშნული ცვლილების ამოქმედების შემდეგ ახალ ავტომობილად, ანუ ვგულისხმობ იმ კატეგორიას, რომელთათვის გადასახადი იდეაში უნდა შემცირდეს?

– ჯერ ეს ოფიციალურად არც გახმოვანებულა, თუმცა დაანონსებულ ტარიფებს თუ დავეყრდნობით ძირითადად ეს ეხება 8-10 წელზე ზემოთ ავტომობილებს. ასეთი ავტომობილები, როცა უკვე ავტომობილების სახით ასეთი გარემო გვაქვს ქვეყანაში, ალბათ, საჭიროც აღარ არის. ადგილობრვ ბაზარზე შემოყვანილი ავტომობილების გადაყიდვა მოხდება და ეს მოთხოვნას ასეთ ავტომობილებზე არ შეცვლის, დარჩება ისევ ისეთი.

– გადასახადის ზრდა ორ ძირითად პუნქტს ეფუძნება. ეს არის გამოშვების თარიღი და ძრავის მოცულობა. ამ მხრივ განსაკუთრებულად მაღალი განაკვეთია იაპონურ მანქანებზე. თუ შეიძლება ითქვას საქართველოში ყველაზე გავრცელებული მანქანის შემოყვანა რა შეიძლება ღირდეს?

– საერთოდ იაპონური მანქანების ძრავის მოცულობა 1.8-2.0 კუბატურებში მერყეობს. თუ გავითვალისწინებთ ასეთი მანქანები 10 წელზე მეტად ხნოვანები არიან და გაზრდილ ტარიფსაც თუ გავითვალისწინებთ გამოდის, რომ ჩვენი გამოთვლით თითქმის 7000 ლარის ღირებულების იქნება ასეთი მანქანის განბაჟების ღირებულბა.

– რა ბედი ელით მათ ვისაც უკვე შეკვეთილი აქვს მანქანა და მის ჩამოსვლას ელოდება ან ვისაც უკვე ჩამოყვანილი ყავს და იანვრის შუა რიცხვებში უწევს განბაჟება ანუ ცვლილებების ამოქმედების შემდეგ?

– აქ ცალსახად იქნა დაანონსებული, რომ ასეთ ავტომობილებს, რომლებიც უკვე გზაშია, მათი ტრანსპორტირება დაწყებულია, ასეთ ავტომობილებს ასეთი განბაჟება არ შეეხება. ისინი განბაჟდებიან ძველი სატარიფო სისტემით.

– აქციზის გაზრდა მთავრობამ ჯერ კიდევ წლის დასაწყისში დაანონსა. თუ გქონდათ კონსულტაციები მთავრობასთან და რამდენად გაითვალისწინეს ტქვენი კონსულტაციები?

– ძალიან ინტენსიური კომუნიკაციები არ გვქონია, თუმცა იყო რაღაც შეხვედრები ამ მიმართულებით ადრეც. ვფიქრობ, ეს მოთხოვნები გათვალისწინებულია. აქ უბრალოდ არიან კატეგორია იაპონიიდან იმპორტირებული ავტომობილების , რომელთათვისაც ახალი რეგულაციები ცუდი იქნება, თუმცა არა მგონია ვერ ამოწურონ, რადგან 2-3 კომპანიაა, ისიც პაკისტანურ-იაპონური წარმოშობის.

– აქციზის გაზრდის გარდა ავტომობილებს ემატებათ ქონების გადასახადით. როგორ ფიქრობთ, რამდენიმე წლის შემდეგ, როგორ შეიძლება შეიცვალოს საავტომობილო ბიზნესი?

– რაც შეეხება ქონების გადასახადს, აქაც დაანონსებული იყო, რომ ოჯახის შემოსავალი უნდა აღემატებოდეს 40 000 ლარს წელიწადში. ქონების გადასახადი დაანონსებული 200 ლარის ფარგლებში მერყეობდა წლიურად. რაც ასეთი შემოსავლის მქონე ოჯახისთვის არ უნდა იყოს დიდი ტვირთი. ეს მოხმარდება ძირითადად სხვა მიმართულებების განვითარებას.

მოამზადა ჯინჭარაძე ბაჩანამ

Share