Home » საზოგადოება » რა ოდენობის თანხა გამოიმუშავა ტოჩინოშინმა კენშოებით ნაცუ ბაშო
რა ოდენობის თანხა გამოიმუშავა ტოჩინოშინმა კენშოებით ნაცუ ბაშო

რა ოდენობის თანხა გამოიმუშავა ტოჩინოშინმა კენშოებით ნაცუ ბაშო

დასრულდა ტოკიოში მიმდინარე სუმოს მაისის სუპერტურნირი – ნაცუ ბაშო, რომელშიც წარმატებით იასპარეზეს ქართველმა მებრძოლებმა ტოჩინოშინმა (10-5) და გაგამარუმ (9-6).

ტოჩინოშინმა დასახული გეგმა შეასრულა და ათი მოგებული ორთაბრძოლით ოძეკის ტიტული დაიბრუნა.

10 მოგებული ბრძოლის განმავლობაში ტოჩინოშინს 104 კენშო მოუგროვდა, რაც დაახლოებით 41600 დოლარის ოდენობის თანხაა (თითო კონვერტში 400$ ექვივალენტის თანხაა განთავსებული).

მომდევნო ანუ ნაგოია ბაშო 7 ივლისს აიღებს სტარტს და  15 დღის განმვალობაში გაგრძელდება.

Share