Home » საზოგადოება » რა მოცულობის ჯარიმებია გათვალისწინებული ნარჩენების დაყრისთვის
რა მოცულობის ჯარიმებია გათვალისწინებული ნარჩენების დაყრისთვის

რა მოცულობის ჯარიმებია გათვალისწინებული ნარჩენების დაყრისთვის

3 აპრილიდან დედაქალაქში “თბილსერვის ჯგუფის” ინსპექტორები გამოჩდებიან. თბილისის მერია მოქალაქეებს კიდევ ერთხელ აფრთხილებს, რომ გარემოს დანაგვიანება ისჯება კანონით:

2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება – 80 ლარით, იგივე ქმედება ჩადენილი შენობა-ნაგებობიდან – 100 ლარით.

2 კგ-ზე მეტი მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება – 150 ლარით, იგივე ქმედება ჩადენილი შენობა-ნაგებობიდან – 500 ლარით.

ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასით ტერიტორიის დაბინძურება – 50 ლარით. (პასუხისმგებლობა არ დაეკისრება მეპატრონეს, თუ იგი დაუყონებლივ და სრულად მოასუფთავებს დაბინძურებულ ტერიტორიას).

ხუთ ერთეულამდე საბურავით გარემოს დანაგვიანება (ველოსიპედის საბურავის გარდა) – 150 ლარით.

ხუთი ერთეული ან ხუთ ერთეულზე მეტი საბურავით გარემოს დანაგვიანება (ველოსიპედის საბურავის გარდა) – 500 ლარით.

სახიფათო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება ან სხვა ქმედება, ჩადენილი ნარჩენების შეგროვების კონტეინერის გარეთ: ფიზიკური პირი –400 ლარით. იურიდიული პირი –1000 ლარით.

3 აპრილიდან ქალაქში „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურის ქვეითი ინსპექტორები გამოჩდებიან, რომლებიც მათზე დაკისრებული უფლებამოსილების ფარგლებში, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საყოფაცხოვრებო თუ სხვა სახის ნარჩენის დაყრისთვის დააჯარიმებენ. პირველ ეტაპზე მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლებიან. 

წყარო: GBC

Share