Home » ფინანსები » რა მოსდის ვალებს გარდაცვალების შემდეგ
რა მოსდის ვალებს გარდაცვალების შემდეგ

რა მოსდის ვალებს გარდაცვალების შემდეგ

რა მოუვა თქვენ დავალიანებებს თქვენი სიკვდილის შემდეგ. ეს დამოკიდებულია დავალიანების ტიპზე, საცხოვრებელ ადგილზე და შენს მიერ დატოვებული ქონების ზომაზე.

აშშ-ს კანონმდებლობის მიხედით, თუ თქვენ დაქორწინებული ბრძანდებით მაშინ თქვენ მეუღლეს მოუწევს დავალიანებაზე  პასუხისმგებლობის აღება, თუკი რა თქმა უნდა ხელი მასაც აქვს მოწერილი. იმ შტატებში, სადაც „საერთო ქონების კანონი“ (რომელსაც, ასევე სამართლიან განაწილებას უწოდებენ)  მოქმედებს, თქვენი მეუღლე არ იქნება პასუხისმგებელი იმ ვალებზე რომლებიც თქვენ დატოვეთ. მაგრამ, ცხრა შტატში, სადაც „სახალხო საკუთრების” კანონს იყენებენ, მეუღლის ვალად ჩაითვლება ის თანხა, რაც ქორწინების პირობებში ყოფნისას ვალის სახით აიღეთ.

„თქვენი შვილები ან ზოგადად სხვა მემკვიდრეები არ არიან პასუხისმგებელი თქვენ ვალებზე. გარდა იმ შემთხვევისა თუკი ისინი მემკვიდრეობით მიიღებენ რაიმე აქტივს, რომელსაც ნებისმიერი სახის კავშირი შეიძლება ჰქონდეს ვალთან, ან მათი გაყიდვის შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა ვალის გადახდა“ – განაცხადა კომპანია Lippe, Goldstein & Breitstone-ის წარმომადგენელმა სტეფან ბრეიტსტონმა,

იპოთეკური სესხის შემთხვევაში თქვენი მემკვიდრე ვალდებული იქნება გადახდა გააგრძელოს. თუკი ის გადაწყვეტს ქონების გაყიდვას, იპოთეკის კრედიტორი მიიღებს თანხას გაყიდვით მიღებული ნებისმიერი შემოსავლიდან.

სტუდენტური სესხის შემთხვევაში ყველაფერი ამ სესხის სახეობაზე არის დამოკიდებული. ფედერალური სტუდენტური სესხი და მშობლიური პლიუს სესხი ავტომატურად იხურება მსესხებლის გარდაცვალებისთანავე.

პირადი სესხის შემთხვევაში, როგორიცაა მაგალითად, საკრედიტო ბარათი ან სამედიცინო გადასახადები, კრედიტორებს არ აქვთ უფლება მემკვიდრისგან მოითხოვოს ამ ვალის დაფარვა. მაგრამ, მათ შეუძლიათ მემკვიდრეობის გადაცემამდე მოითხოვონ გარდაცვლილის ქონება.

Share