Home » საზოგადოება » რა მოხდა “ლეოგრანდში” – სასტუმროს მენეჯმენტის ურთიერთგამომრიცხავი კომენტარები
რა მოხდა "ლეოგრანდში" - სასტუმროს მენეჯმენტის ურთიერთგამომრიცხავი კომენტარები

რა მოხდა “ლეოგრანდში” – სასტუმროს მენეჯმენტის ურთიერთგამომრიცხავი კომენტარები

გსულ კვირას ბათუმში, კონკრეტულად კი 24 ნოემბერს, სასტუმრო “ლეოგრანდში” ხანძარი დაახლოებით 20.00 საათზე გაჩნდა. ხაძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, რომელთაგან 10 საქართველოს და 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქეა, ჰოსპიტალიზებული იყო 21 ადამიანი.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.

გამოძიების პარალელურად, საინტერესოა ის კომენტარები, რომელიც სასტუმროს ხელმძღვანელობის მხრიდან კეთდება. სასტუმროს მფლობელისა და მისივე ადვოკატის მხრიდან ურთიერთგამომრიცხავი კომენტარები ვრცელდება.

როგორ საზოგადეობისთვის გახდა ცნობილი, სასტუმრო “ლეოგრანდი” უსაფრთხოების ნორმების დაუცვლებოსათან დაკავშირებით ივნისის თვეში დაჯარიმებული იქნა 300 ლარით, თუმცა როგორც სასტუმროს მეპატრონემ, ეროლ ავგორენმა განაცხადა უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით სასტუმრო ”ლეოგრანდი” დაჯარიმებული არ ყოფილა.

მისივე თქმით, სასტუმროში უსაფრთხოების ზომები სტანდარტებს შეესაბამებოდა.

”სასტუმროში უსაფრთხოების ზომები სტანდარტებს შეესაბამება. სასტუმრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ჯარიმა არ ჰქონია”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს სასტუმროს მფლობელმა ეროლ ავგორენმა განუცხადა განაცხადა ავგორენმა.

მან სასტუმროში მომხდარი ტრაგედიის გამო გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. მისივე თქმით, სასტუმროს პერსონალი მუშაობას გააგრძელებს.

”ჩამოსული იყვნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრები, ჩვენ მათთან ერთად ვიმუშავეთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. გამოვთქვამთ ღრმა მწუხარებას და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილების ოჯახებს. აქ დასაქმებული პერსონალი არ გათავისუფლდება სამსახურიდან”, – განაცხადა ავგორენმა.

თუმცა, სასტუმრო ”ლეოგრანდის” იურისტის კახა წერეთელის განცხადებით, სასტუმრო მიმდინარე წლის 20 ივნისს 100 ლარით დაჯარიმდა.

“მენეჯმეტი გამოძიების დასრულებას ელოდება. სასტუმრო მიმდინარე წლის 20 ივნისს იყო დაჯარიმებული. საქმე ეხებოდა ცეცხლმაქრობებს. ეს მითითება შესრულდა, თუმცა სამწუხაროდ ეს ფაქტი მაინც მოხდა. კომპანია ოჯახებს გვერდში დაუდგება. კომუნიკაცია გვაქვს აჭარის მთავრობასთან”, – განაცხადა კახა წერეთელმა.

რაც შეეხება ხანძრის გამომწვევ მიზეზებს, როგორც სასტუმროს მფლობელი, თურქი ბიზნესმენი ეროლ ავგერენსი აცხადებს, ხანძრის მიზეზი შესაძლოა გამხდარიყო სიგარეტის ნამწვი ან რაიმე აალებადი ნივთიერება, რის გამოც ცეცხლი წყლის გამათბობლების სადენებს გაუჩნდა.

ბიზნესმენის თქმით, ხანძრის დროს გარდაცვლილები კიბით ქუჩაში კი არ გაიქცნენ, არამედ გარდერობიდან საკუთარი ნივთების აღება გადაწყვიტეს. ამის შესახებ ავგერენმა სააგენტო „ანადოლუს“ განუცხადა.

„ხანძრის დროს 22-სართულიანი სასტუმროს 13 სართულის ნომრები გავსებული იყო. ყველა დაღუპული C დონეზე იმყოფებოდა, სადაც სპა-სალონი, მასაჟის სალონი, აუზი, თურქული აბანო და საუნაა განლაგებული. სამწუხაროდ, ხანძრის მომენტში ისინი კიბით ქუჩაში კი არ გაიქცნენ, არამედ გარდერობიდან საკუთარი ნივთების აღება გადაწყვიტეს. კვამლი ძალიან სწრაფად გავრცელდა“, – განაცხადა ავგერენმა.

მან დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ მედიაში ვრცელდება შემთხვევის სხვადასხვა ვერსიების, მათ შორის უსაფუძვლო ბრალდებები აფეთქებაზე.

ავგერენი აღნიშნავს, რომ ხანძრამდე 3 დღით ადრე სასტუმროს მთელი შენობა სპეციალისტებმა შეამოწმეს.

”ბუნებრივი მიზეზებით ხანძარი ვერ მოხდებოდა. მე ქართული მართლმსაჯულების მჯერა. დარწმუნებული ვარ, რომ ის მომხდარის ნამდვილ მიზეზებს დაადგენს. ამბობდნენ, რომ გარდაცვლილები ლიფტში იყვნენ, მაგრამ ეს ასე არაა. ცხედრები არა ლიფტში, არამედ მის შესასვლელთან, სპას სართულზე იპოვეს. ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა მომენტალურად ამუშავდა. პროკურატურა, პოლიცია და მეხანძრეები უახლოეს ხანში წინასწარ განცხადებას გაავრცელებენ“, – განაცხადა სასტუმრო „ლეოგრანდის“ მფლობელმა.

როგორც აღვნიშნეთ, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.

 

ბაჩანა ჯინჭარაძე

 

Share