Home » მსოფლიო » რა ჯდება ,,ოსკარების” დაჯილდოების ცერემონიალი
„ოსკარებით“ დაჯილდოების ჩატარება ათეულობით მილიონი ჯდება

რა ჯდება ,,ოსკარების” დაჯილდოების ცერემონიალი

„ოსკარების“ გადაცემის ცერემონიის ჩატარება აშშ-ის კინოაკადემიას ათობით მილიონი დოლარი უჯდება.

თავად წითელი ხალიჩა, რომელიც 37 ათასი კვადრატული მეტრი – დაახლოებით $30 ათასი ღირს. 33-სანტიმეტრიანი „ოსკარი“ წელს კინოაკადემიამ ბრინჯაოსგან, 3D-პრინტერზე დაამზადებინა და თითოეული 50 ქადნდაკებიდან, $500-დან $900-მდე ჯდება.

მეოთხედი მილიონი დოლარი ჯდება სტუმრების უსაფრთხოების დაცვა და ამით კერძო კომპანიაა დაკავებული. გალა-მიღება ცერემონიის შემდეგ, $1.8 მლნ ჯდება.

ცალკე ხარჯია ღონისძიების მონაწილეთა ჩაცმულობა. „ოსკარების“ ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული კაბა ჰოლივუდის მსახიობ ნიკოლ კიდმანს ეცვა 1997 წელს და ის $2 მლნ ღირდა – მსახიობი დაჯილდოებაზე John Galliano for Christian Dior Haute Couture-ს კაბაში მივიდა.

გასულ წელს კინოაკადემიამ ცერემონიაში $42 მლნ დახარჯა და სამაგიეროდ ღონისძიების ტრანსლიაციის უფლების გაყიდვიდან $75 მლნ მიიღო. 30-წამიანი სარეკლამო ბლოკი ოსკარების ტრანსლიაციისას $2 მლნ ღირს.

წყარო: Agora

[wpolling id=”12″ width=”” height=””]

Share