Home » მსოფლიო » რა გეოპოლიტიკურ ცვლილებებს გამოიწვევს „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის დასრულება და გახდის თუ არა ევროპას რუსულ გაზზე კიდევ უფრო დამოკიდებულს

რა გეოპოლიტიკურ ცვლილებებს გამოიწვევს „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის დასრულება და გახდის თუ არა ევროპას რუსულ გაზზე კიდევ უფრო დამოკიდებულს

ამერიკის სანქციების მიუხედავად „ჩრდილოეთ ნაკადი 2″ გაზსადენის მშენებლობა შესაძლოა ამ წლის შემოდგომაზე დასრულდეს, რაც ევროპის ქვეყნების რუსულ გაზზე ენერგოდამიკიდებულებას კიდევ უფრო გაზრდის და უკრაინის სატრანზიტო მნიშვნელობა შემცირდება.

ჩრდილოეთის ნაკადი-2” კიდევ ერთი გაზსადენის, „ჩრდილოეთის ნაკადი-1″-ის „ტყუპისცალია”, რომელიც 2012 წლიდან ამოქმედდა. ორივე მილსადენი გათვლილია 55-მილიარდი კუბომეტრი გაზის მიწოდებაზე ლენინგრადის ოლქიდან გერმანიაში ბალტიის ზღვის გავლით. 55 მილიარდი კუბომეტრი – ეს არის ევროპაში რუსული გაზის მთლიანი ექსპორტის მეოთხედზე მეტი. პროექტის აქციათა საკონტროლო პაკეტი რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „გაზპრომს” ეკუთვნის. მასში მონაწილეობენ ევროპული ენერგეტიკული კომპანიებიც.

ნათელია, რომ რუსეთი მილსადენის მშენებლობით მხოლოდ ეკონომიკური საკითხით არაა დაინტერესებული, ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაიას აზრით, ეს უკვე ენერგოგეოპოლიტიკაა, რომელიც ითვალისწინებს ენერგორესურსების გამოყენებას საგარეო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად.

„ამ გაზსადენის მშენებლობის დასრულებას ის ეფექტი ექნება, რომ ევროპაში წელიწადში რუსული გაზპრომის 60 მილიარდი კუბამეტრი გაზი გადაიქაჩება -ეს რუსულ გაზზე დასავლეთ ევროპის ქვეყნების ენერგოდამოკიდებულებას კიდევ უფრო გაზრდის. „სამხრეთ ნაკადი”, რომელიც რუსებმა უკვე გაიყვანეს, ესაა, რომ ცენტრალური ევროპის სახელმწიფოების დაკაბალება მოხდეს, ანუ რუსები საკმაოდ „ეფექტურად” მუშაობენ, ორივე ნაკადი ერთდროულად მოახდინეს.

„ენერგოგეოპოლიტიკური კუთხიდან გამომდინარე, პუტინის რეჟიმის მიერ პრინციპში ეს სტრატეგია საკმაოდ კარგადაა შემუშავებული, ფაქტიურად ევროპის ქვეყნებს რუსულ გაზზე სვამენ, მეორე ის, რომ უკრაინის სატრანზიტო სტატუსი ეჭვის ქვეშ დადგება, იმიტომ, რომ ბუბენრივია ამ ორი მაგისტრალის განხორციელება უბრალოდ მიმართულია იქითკენაც, რომ უკრაინას გაზის ტრანზიტის ქვეყნის სტატუსი წაერთვას და ასევე რუსულ გაზზე დამოკიდებული გახდეს.

„მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა გაზის მოხმარებაზე გადავიდა, მაინც ენერგომოხმარების დაახლოებით 35%-ს ქვანახშირის მოხმარება შეადგენდა, ქვანახშირის საბადოები კი ახლა რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა დონბასის რეგიონში. ასევე, დარტყმა ბალტიის სახლმწიფოებზეც მიდის, იმიტომ, რომ უკრაინული გაზი მიეწოდებათ.

„თუ ადრე რუსული ნავთობი კალენინგრადის გავლით მიდიოდა ბალტიის პორტებზე, ახლა აქცენტირება რუსული პორტების მიმართულებით წაიღო, ესეც ერთ-ერთი ნიშანია, რომ ბალტიის სახელმწიფოებს ნავთობსატრანზიტო საზღვაო სატრანსპორტო სტატუსი წაართვას, ესეც საინტერესოა,

„აქ უკვე ენერგოგეოპოლიტიკაა, რომელიც სწორედ ითვალისწინებს ენერგორესურსების გამოყენებას საგარეო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, ორი მილსადენის სახით ევროპაში შექმნილი ერთგვარი ქსელია.

“ამიტომაცაა, რომ ბალტიის სახელმწიფოები და სხვები შეშფოთებას გამოხატავენ, თუმცაღა დასავლეთ ევროპის სახელმწიფოები გერმანიის პოზიცია და ბენელუქსის სახელმწიფოების და საფრანგეთს პოზიცია განსხვავებულია, ისინი ასე თუ ისე „ნაკადი 2”-ის მიმართ სანქციების გატარებას არ მიესალმებიან.

ჩრდილოეთ ნაკად 2″-ს ისეთი სახელმწიფოები ეწინააღმდეგებიან, რომლებმაც კარგად იციან, თუ რუსული ენერგოგეოპოლიტიკის სრულ მასშტაბებში ამოქმედება რას ნიშნავს. მილსადენის მშენებლობა ამერიკის სანქციების გამო თითქოს რამდენიმე ხნით გადაიდო, თუმცა, ამის მიუხედავად პროცესი მაინც მიდის, სავარაუდოდ 60 კმ. დარჩა გასაყვანი, ეს ტექნიკური თვალსაზრისით ფაქტიურად არაფერია – სავარაუდოდ ზაფხულამდე გაიყვანენ და დაახლოებით შემოდგომისთვის წესით უნდა დამთავრდეს.” – განაცხადა მან „რეზონანსთან”.

მისი თქმით გაზსადენზე ამერიკის დამოკიდებულება ცალსახად უარყოფითია, თუმცა, თუ ევროკავშირის მხრიდან ერთიანი მხარდაჭერა არ მიეცა, სანქციებსაც აზრი ეკარგება.

„ამერიკის დამოკიდებულება ამ მილსადენზე ცალასახად უარყოფითია, იგი ბალტიის სახელმწიფოებთა, უკრაინასთან პოლონეთთან კოორდინირებულად სანქციურ პოლიტიკასაც ავითარებს, იმ ევროპულ კომპანიებზე, რომლებიც ამ ნაკადის მშენებლობაში მონაწილეობას იღებენ, ამ სიაში რამდენიმე გერმანული კომპანიაც მოხვდა და რუსები იძულებულები გახდნენ, რომ სამუშაოები საკუთარი ძალებით განეხორციელებინათ,

„ბაიდენის ადმინისტრაცია რას იზამს არ ვიცი, მაგრამ თუ ევროკავშირის ქვეყნებთან ერთობლივი სტრატეგიის შემუშავება არ მოხდა, ამ სანქციებსაც ზღვარი აქვს, რომლის იქით ამასაც აზრი ეკარგება, თუ ევროკავშირის ერთიანი მხარდაჭერა არ იქნება, როგორიც ნავალნის საქმესთან დაკავშირებით იყო, მაშინ ამ სანქციებსაც ეფექტი არ ექნება და რუსები ამასაც ბოლომდე მიიყვანენ,”- თქვა ექსპერტმა.

კითხვაზე ევროპას თუ აქვს ამ მილსადენების ალტერნატიული ვარიანტი, ამბობს რომ: „გაჩნდა თხევადი გაზის სისტემები, რომლებიც საშუალებას იძლევა, რომ ამერიკული გაზი ყატარიდან ევროკავშირის სახელმწიფოებმა მიიღონ, ანაკლიის პორტის მთავარი ასე ვთქვათ ხიბლიც ეს იყო.

„ზოგაგად თუ ახალი საბადოები არ აღმოაჩინეს, ნავთობი 50 წელში გაქრება, გაზი 200 წელში, ქვანახშირი 300 წელში, ამიტომაცაა, რომ მთელი სახელმწიფოების ძალისხმევა იმაშია, რომ აღდგენითი ტექნოლოგიები განახორცელონ,”- განაცხადა მაისაიამ „რეზონანსთან”.

წყარო: “რეზონანსი”

Share